[1] საყვირში პირველ ჩაბერვას მოყვება მეორე ჩაბერვა. ყათადე განმარტავს: „იმ დღეს შეზანზარდება რყევადი და მას მოჰყვება მომდევნო“ ამ ორივეში საყვირში ჩაბერვა იგულისხმება, პირველის შემთხვევაში – ალლაჰის ნებით – სულს განუტევებს ყველა სულდგმული; ხოლო მეორეს შემთხვევაში – ალლაჰის ნებით – გაცოცხლდება ყველაფერი. იხ. თაფსიირუ ტაბერი. აბუ ჰურეირა ალლაჰის შუამავლისგან ﷺ გადმოგვცემს, რომ საყვირში პირველ ჩაბერვასა და მეორეს შორის ორმოცია; არ დაუზუსტებია დღეა თვეა თუ წელი . (ბუხარი, თაფსიირ ჰ.ნ. 4935.)