Қуръони Карим маъноларининг таржимаси - Гуржича таржима. Таржима жараёни давом этмоқда.

Бет рақами: 114:106 close

external-link copy
42 : 5

سَمَّٰعُونَ لِلۡكَذِبِ أَكَّٰلُونَ لِلسُّحۡتِۚ فَإِن جَآءُوكَ فَٱحۡكُم بَيۡنَهُمۡ أَوۡ أَعۡرِضۡ عَنۡهُمۡۖ وَإِن تُعۡرِضۡ عَنۡهُمۡ فَلَن يَضُرُّوكَ شَيۡـٔٗاۖ وَإِنۡ حَكَمۡتَ فَٱحۡكُم بَيۡنَهُم بِٱلۡقِسۡطِۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلۡمُقۡسِطِينَ

გამუდმებით უსმენენ ისინი სიცრუეს და ხშირად ჭამენ ნებადაურთველს*. თუ შენთან მოვლენ, განსაჯე შენ მათ შორის ან პირი იბრუნე მათგან, და თუ პირს იბრუნებ, ვერაფერს გავნებენ. ხოლო თუ განსჯი, მაშინ სამართლიანად განსაჯე მათ შორის**. ჭეშმარიტად, უყვარს ალლაჰს სამართლიანნი. info

*ქრთამს, ვახშს და მსგავს ჰარამ შემოსავალს.
**შენი ნებაა, იმსაჯულებ თუ არა მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, მაგრამ თუ მსაჯულობას გადაწყვეტ, მაშინ ვალდებული ხარ, სამართლიანად განსაჯო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შენს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.

التفاسير:

external-link copy
43 : 5

وَكَيۡفَ يُحَكِّمُونَكَ وَعِندَهُمُ ٱلتَّوۡرَىٰةُ فِيهَا حُكۡمُ ٱللَّهِ ثُمَّ يَتَوَلَّوۡنَ مِنۢ بَعۡدِ ذَٰلِكَۚ وَمَآ أُوْلَٰٓئِكَ بِٱلۡمُؤۡمِنِينَ

(საკვირველია) როგორ გირჩევენ შენ მსაჯულად, როცა თევრათი მათთანაა და იქ ალლაჰის განაჩენია*. მერე კი ზურგს იქცევენ ამის შემდეგ**, და არ არიან ეგენი მორწმუნენი***. info

*დაქორწინებული მემრუშის ჩაქოლვით დასჯის შესახებ.
**როცა შენ განსაჯე თავიანთი წიგნის შესაბამისად, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის.
***მათ არც თავიანთი წიგნისა სწამთ და არც შენი სამართალისა.

التفاسير:

external-link copy
44 : 5

إِنَّآ أَنزَلۡنَا ٱلتَّوۡرَىٰةَ فِيهَا هُدٗى وَنُورٞۚ يَحۡكُمُ بِهَا ٱلنَّبِيُّونَ ٱلَّذِينَ أَسۡلَمُواْ لِلَّذِينَ هَادُواْ وَٱلرَّبَّٰنِيُّونَ وَٱلۡأَحۡبَارُ بِمَا ٱسۡتُحۡفِظُواْ مِن كِتَٰبِ ٱللَّهِ وَكَانُواْ عَلَيۡهِ شُهَدَآءَۚ فَلَا تَخۡشَوُاْ ٱلنَّاسَ وَٱخۡشَوۡنِ وَلَا تَشۡتَرُواْ بِـَٔايَٰتِي ثَمَنٗا قَلِيلٗاۚ وَمَن لَّمۡ يَحۡكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡكَٰفِرُونَ

ჭეშმარიტად, ჩვენ თევრათი ჩამოვავლინეთ, მასშია სწორი გზა და სინათლე; მორჩილი შუამავლები მისით განსჯიდნენ იუდეველთათვის, ასევე რაბინები და სწავლულებიც, რადგანაც ისინი ალლაჰის წიგნის დაცვით იყვნენ დავალებულნი და მოწმენი ამ ყველაფერზე. მაშ, ნუ შეუშინდებით ხალხს, ჩემი გეშინოდეთ, და ნურც ჩემს აიათებს გაყიდით მცირე ფასის სანაცვლოდ. ხოლო ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნონი*. info

*იმრან ბინ ჰუდაირი მოგვითხრობს: აბუ მიჯლეზთან ხარიჯიტები მივიდნენ და საუბარი დაუწყეს: ო, აბუ მიჯლეზ, რას ფიქრობ უზენაესი ალაჰის შემდეგ სიტყვებზე: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი ქააფირები, უსამართლოები და უღირსები არიან“ - არის თუ არა იგი ჭეშმარიტება? მან უპასუხა: დიახ. მაშ აბუ მიჯლეზ, დღეს ჩვენი მმართველები განსჯიან იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა? მან ასე უპასუხა: ისინი ამ სარწმუნოების მიმდევრები არიან, ამ სარწმუნოებიდან გამომდინარე საუბრობენ, ხალხს ამ სარწმუნოებისკენ მოუწოდებენ. ხოლო ამ სარწმუნოებიდან რამე თუ მიატოვეს, ისიც იციან, რომ ამით ცოდვას ჩადიან. მათ თქვეს: არა, ალლაჰს ვფიცავარ, შენც კარგად იცი, რომ ასე არ არის, მაგრამ აღიარების გეშინია. მან ასე უპასუხა: ასეთ შეფასებას თქვენ უფრო იმსახურებთ. მე ისე არ ვიცი, როგორც თქვენ გესმით, მაგრამ თქვენ მათი შიშით ისე ვერ მოქმედებთ, როგორც იცით და როგორც სწორად მიგაჩნიათ. ეს აიათი იუდეველების, ქრისტიანებისა და მუშრიქების შესახებ ჩამოევლინა.
იბნი ზეიდმა ამ აიათის განმარტებისას თქვა: ვინც თავისი ხელით დაწერილი წიგნით განსჯის, ალლაჰის წიგნი მიატოვა და მის მიერ დაწერილი წიგნის შესახებ ამტკიცებს, რომ იგი ალლაჰის მხრიდანაა, ის ქააფირია.
ტავუსმა თქვა: ამ აიათში ხსენებული ქუფრი არ გულისხმობს ქუფრს, რომლითაც ადამიანი ისლამიდან გადის.
აბდულლაჰ ბინ აბბასმა თქვა: ამ აიათში ნახსენებია ქუფრი, თუმცა ეს არ არის ალლაჰის, ანგელოზების, წიგნებისა და შუამავლების უარყოფის მსგავსი. ვინც უარყოფს იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა ის ქააფირია, ხოლო ვინც აღიარებს მას, თუმცა მისით არ განსჯის, ის უსამართლო და უღირსია.
იბნი ტავუსი თავისი მამისგან გადმოგვცემს: ერთი კაცი მივიდ აბდულლაჰ ბინ აბბასთან და კითხა: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინია“ – ვინც ასე მოიქცევა, ის ქააფირი გახდება? მან ასე უპასუხა: თუ ის ასე მოიქცევა, ეს იქნება ქუფრი, ოღონდ ეს არ არის ისეთი ქუფრი, როგორც ალლაჰის, უკანასკნელი დღის და ა.შ. უარყოფა. ოთხივე გადმოცემა ციტირებულია იმამ ტაბერის თაფსირიდან. იხ. თაფსირუ ტაბერი.
იბნი აბბასის გადმოცემის თანახმად მას უთქვამს: უეჭველად, აქ არ იგულისხმება ის ქუფრი, საითაც ის (ხარიჯიტებს) მიჰყავთ. აქ საუბარია ქუფრზე, რომელითაც ისლამის უმმეთიდან არ გადის. ესაა ისლამიდან გამყვან ქუფრზე უფრო დაბალი ხარისხის ქუფრი. იხ. ჰაქიმ, ალ-მუსთედრექ, ჰ.ნ. 3219; ბიეჰაყი, სუნენ ალ-ქუბრა, ჰ.ნ. 15854.
ხარიჯიტებმა თქვეს: ყველა, ვინც ალლაჰს ეურჩება, ქააფირია. სწავლულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ეს საქმე ასე არ არის. თუმცა ხარიჯიტები ამ აიათზე დაყრდნობით ამბობენ: ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ვინც განსჯის იმით, რაც ალლაჰს არ ჩამოუვლენია, ის ქააფირია. ყველა, ვინც ცოდვას ჩადის და გადაწყვეტილებას მიიღებს იმით, რაც ალლაჰს არ ჩამოუვლენია აქედან გამომდინარე, ის ქააფირი ხდება.
‘იქრიმემ განმარტა: აიათში „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა“ იგულისხმება ის, ვინც უარყო გულით და შეეწინააღმდეგა ენით. მაგრამ ვინც გულითა და ენით ალლაჰის დადგენილებებს აღიარებს, მაგრამ აკეთებს ამის საპირისპიროდ, ის სინამდვილეში იმით განსჯის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, მან უბრალოდ მიატოვა ამის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანი ამ აიათის არეში არ შედის. იხ. მეფათიჰუ’ლ-ღაიბ.

التفاسير:

external-link copy
45 : 5

وَكَتَبۡنَا عَلَيۡهِمۡ فِيهَآ أَنَّ ٱلنَّفۡسَ بِٱلنَّفۡسِ وَٱلۡعَيۡنَ بِٱلۡعَيۡنِ وَٱلۡأَنفَ بِٱلۡأَنفِ وَٱلۡأُذُنَ بِٱلۡأُذُنِ وَٱلسِّنَّ بِٱلسِّنِّ وَٱلۡجُرُوحَ قِصَاصٞۚ فَمَن تَصَدَّقَ بِهِۦ فَهُوَ كَفَّارَةٞ لَّهُۥۚ وَمَن لَّمۡ يَحۡكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّٰلِمُونَ

და მასში* ჩვენ დავუკანონეთ: სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, ცხვირი ცხვირის წილ, ყური ყურის წილ, კბილი კბილის წილ, ასევე ყისასი** დავუწესეთ ჭრილობების შესახებაც. ხოლო ვინც აპატიებს მოწყალების ნიშნად, იგი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდი***, და ვინც არ განსჯიან იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლიანა, სწორედ ისინი არიან უსამართლონი. info

*თევრათში/თორაში.
**ორიგინალი – „ყისაას“ (قصاص): ლექსიკონური მნიშვნელობით იგივე ფორმით სამაგიეროს გადახდას ან სასჯელს ნიშნავს. როგორც ტერმინი - ყისასი – დანაშაულისა და სასჯელის თანაბრობას გულისხმობს, შარიათის თანახმად კი მკვლელის – მოკლულის სანაცვლოდ სიკვდილით დასჯას; ჭრილობის მიყენების ან ორგანოს მოკვეთის შემთხვევაში – დამნაშავის იგივენაირად დასჯას ნიშნავს. ყისასი – აღნიშნული დანაშაულის განზრახ ჩადენისა და დაზარალებულის მხრიდან სრული აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში ხდება აუცილებელი. დაზარალებულს შეუძლია: ყისასზე უარი თქვას, სისხლის გამოსასყიდი თანხა მოითხოვოს ან უსასყიდლოდ აპატიოს.
***ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „რომელ ადამიანსაც სხეულზე ჭრილობას მიაყენებენ, ხოლო ის ამას მოწყალების ნიშნად აპატიებს, ალლაჰი მას აუცილებლად აპატიებს იმის თანასწორ ცოდვას, რაც გაიღო მოწყალებად“ (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 22701.).

التفاسير: