Қуръони Карим маъноларининг таржимаси - Гуржича таржима. Таржима жараёни давом этмоқда.

external-link copy
11 : 4

يُوصِيكُمُ ٱللَّهُ فِيٓ أَوۡلَٰدِكُمۡۖ لِلذَّكَرِ مِثۡلُ حَظِّ ٱلۡأُنثَيَيۡنِۚ فَإِن كُنَّ نِسَآءٗ فَوۡقَ ٱثۡنَتَيۡنِ فَلَهُنَّ ثُلُثَا مَا تَرَكَۖ وَإِن كَانَتۡ وَٰحِدَةٗ فَلَهَا ٱلنِّصۡفُۚ وَلِأَبَوَيۡهِ لِكُلِّ وَٰحِدٖ مِّنۡهُمَا ٱلسُّدُسُ مِمَّا تَرَكَ إِن كَانَ لَهُۥ وَلَدٞۚ فَإِن لَّمۡ يَكُن لَّهُۥ وَلَدٞ وَوَرِثَهُۥٓ أَبَوَاهُ فَلِأُمِّهِ ٱلثُّلُثُۚ فَإِن كَانَ لَهُۥٓ إِخۡوَةٞ فَلِأُمِّهِ ٱلسُّدُسُۚ مِنۢ بَعۡدِ وَصِيَّةٖ يُوصِي بِهَآ أَوۡ دَيۡنٍۗ ءَابَآؤُكُمۡ وَأَبۡنَآؤُكُمۡ لَا تَدۡرُونَ أَيُّهُمۡ أَقۡرَبُ لَكُمۡ نَفۡعٗاۚ فَرِيضَةٗ مِّنَ ٱللَّهِۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمٗا

შვილებთან დაკავშირებით ალლაჰი გიწესებთ: ვაჟს – ორი ქალიშვილის წილის თანაბარი ერგება; ხოლო თუ ქალიშვილები ორზე მეტნი იქნებიან (და არცერთი ვაჟი), მაშინ მათ მემკვიდრეობის ორი მესამედი ერგებათ; ხოლო თუ მხოლოდ ერთი ქალიშვილია, მაშინ მას ნახევარი ერგება; თუ შვილი ჰყავს (გარდაცვლილს), მაშინ მის მშობლებს, თითოეულს, – მემკვიდრეობის მეექვსედი; ხოლო თუ არ ჰყავს (შვილი) და მხოლოდ მშობლები არიან მისი მემკვიდრეები, მაშინ დედას მესამედი ერგება (დანარჩენი მამას დარჩება); და თუ დედმამიშვილებიც ჰყავს (გარდაცვლილს), მაშინ დედა მეექვსედს მიიღებს. ეს ყოველივე მხოლოდ ანდერძის აღსრულების[1] ან ვალის გასტუმრების შემდეგ უნდა შესრულდეს. თქვენ არ იცით, ვინ უფრო სარგებლიანია თქვენთვის – თქვენი მამები თუ თქვენი შვილები. ეს ყველაფერი ალლაჰის დადგენილი ვალდებულებებია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ყოვლისმცოდნე[2]. info
التفاسير: