Қуръони Карим маъноларининг таржимаси - Гуржича таржима. Таржима жараёни давом этмоқда.

Бет рақами:close

external-link copy
92 : 3

لَن تَنَالُواْ ٱلۡبِرَّ حَتَّىٰ تُنفِقُواْ مِمَّا تُحِبُّونَۚ وَمَا تُنفِقُواْ مِن شَيۡءٖ فَإِنَّ ٱللَّهَ بِهِۦ عَلِيمٞ

სიკეთეს* მანამდე ვერ ეწევით, სანამ არ გაიღებთ იმისგან, რაც ძალიან გიყვართ, ხოლო რა მოწყალებაც გაიღოთ, ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა იმის შესახებ. info

*იბნი აბბასი, იბნი მესუ’უდი და მუჯაჰიდი გადმოგვცემენ, რომ აღნიშნული სიკეთე არის სამოთხე, ხოლო მუყათილ ბინ ჰაიანის მიხედვით, აქ სიკეთეში იგულისხმება ღვთისმოშიშობა. იხ. თაფსირულ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
93 : 3

۞ كُلُّ ٱلطَّعَامِ كَانَ حِلّٗا لِّبَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ إِلَّا مَا حَرَّمَ إِسۡرَٰٓءِيلُ عَلَىٰ نَفۡسِهِۦ مِن قَبۡلِ أَن تُنَزَّلَ ٱلتَّوۡرَىٰةُۚ قُلۡ فَأۡتُواْ بِٱلتَّوۡرَىٰةِ فَٱتۡلُوهَآ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ

ისრაელის ძეთათვის თევრათის ჩამოვლინებამდე ყოველგვარი საჭმელი იყო ჰალალი, გარდა იმისა, რაც თავად აიკრძალა ისრაელმა (ი’აყუბმა). უთხრა: ,,მაშ, მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ*". info

*გადმოცემების თანახმად, იუდეველებმა მუჰამმედ შუამავალს ﷺ უთხრეს: „შენ ამტკიცებ, რომ იბრაჰიმის عليه السلام გზას ადგახარ, თუმცა იბრაჰიმი عليه السلام არც აქლემის ხორცს მიირთმევდა და არც მის ნაწველს, ხოლო შენ მიირთმევ მათ. აქედან გამომდინარე, შენ არ ადგახარ იბრაჰიმის გზას; დღეს ჩვენ რასაც ჰარამად მივიჩნევთ, ის მაშინ იბრაჰიმისთვისაც عليه السلام ჰარამი იყო, ვიდრე ჩვენამდე არ მოაღწევდა.“ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომ აკრძალვა ია’ყუბმა عليه السلام თვითონ დაიწესა, მანამდე, ვიდრე ალლაჰი მუსას عليه السلام თევრათს ჩამოუვლენდა, ხოლო ეს აკრძალვა თევრათში ნახსენები არ არის. იხ. თაფსირულ ბაღავი.

التفاسير:

external-link copy
94 : 3

فَمَنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَ مِنۢ بَعۡدِ ذَٰلِكَ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّٰلِمُونَ

ხოლო ამის შემდეგ სიცრუის შეთხზვით ვინც ცილი დასწამა ალლაჰს, სწორედ ისინი არიან უსამართლონი. info
التفاسير:

external-link copy
95 : 3

قُلۡ صَدَقَ ٱللَّهُۗ فَٱتَّبِعُواْ مِلَّةَ إِبۡرَٰهِيمَ حَنِيفٗاۖ وَمَا كَانَ مِنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ

უთხარი: სიმართლე თქვა ალლაჰმა, მაშ, მიჰყევით რჯულს ჰანიფი* იბრაჰიმისა, – არ ყოფილა ის წარმართთაგანი. info

*ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისგან და წარმართული საქმისგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.

التفاسير:

external-link copy
96 : 3

إِنَّ أَوَّلَ بَيۡتٖ وُضِعَ لِلنَّاسِ لَلَّذِي بِبَكَّةَ مُبَارَكٗا وَهُدٗى لِّلۡعَٰلَمِينَ

ჭეშმარიტად, პირველი (სამლოცველო) სახლი, რომელიც ხალხისთვის იქნა აგებული, – ბექქაში (მექქაში) არსებული ბარაქიანი და სამყაროთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი სამლოცველოა (მექქა)*. info

*გადმოცემების თანახმად, ეს აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც იუდეველები და მუსლიმები კამათობდნენ თავიანთი მთავარი სამლოცველოებისა და ლოცვის მიმართულების სიძვირფასეზე. იუდეველები ამბობდნენ, რომ იერუსალიმის სამლოცველო არის ჩვენი ყიბლა (ლოცვის მიმაერთულება) და ის უფრო ძვირფასი და უძველესია, ვიდრე ქააბა, რადგანაც ეს არის შუამავალთა დედაქალაქიო. მუსლიმები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ამ აიათის ჩამოვლინებამ ცხადყო, რომ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემისათვის აგებული პირველი სამლოცველო – ქააბა იყო.

التفاسير:

external-link copy
97 : 3

فِيهِ ءَايَٰتُۢ بَيِّنَٰتٞ مَّقَامُ إِبۡرَٰهِيمَۖ وَمَن دَخَلَهُۥ كَانَ ءَامِنٗاۗ وَلِلَّهِ عَلَى ٱلنَّاسِ حِجُّ ٱلۡبَيۡتِ مَنِ ٱسۡتَطَاعَ إِلَيۡهِ سَبِيلٗاۚ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِيٌّ عَنِ ٱلۡعَٰلَمِينَ

მასშია ცხადი სასწაულები, ნადგომი* იბრაჰიმისა, და ვინც მასში შევა, ის იქნება უსაფრთხოდ. ადამიანებს, ვისაც იქ მისასვლელი გზის დაფარვა შეუძლიათ, ალლაჰისგან დაეკისრათ ამ სახლში ჰაჯობის შესრულება, ხოლო ვინც უარყოფს, ჭეშმარიტად, ალლაჰი იმდენად მდიდარია, რომ ის არაფერს საჭიროებს სამყაროთაგან. info

*ორიგინალი – „მაყაამუ იბრაჰიიმ“ (مقام ابراهيم): მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, ეს არის ლოდი, რომელსაც იბრაჰიმ შუამავალი عليه السلام ქააბას კედლების მშენებლობის დროს შემოსადგომად იყენებდა. ეს ადგილი დღეს ქააბას გვერდით სპეციალური ნიშნითაა აღნიშნული და მომლოცველები იქ დადგომასა და ლოცვას ცდილობენ. სხვა ვერსიის თანახმად, აქ იგულისხმება მთელი მესჯიდი ჰარამის ადგილი და ჰაჯობის ღვთისმსახურების შესასრულებელი სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა არაფატი, მუზდელიფა, ჯამარათი, საფა-მერვე და სხვა.

التفاسير:

external-link copy
98 : 3

قُلۡ يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ لِمَ تَكۡفُرُونَ بِـَٔايَٰتِ ٱللَّهِ وَٱللَّهُ شَهِيدٌ عَلَىٰ مَا تَعۡمَلُونَ

უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს/სასწაულებს? – ალლაჰი მოწმეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ. info
التفاسير:

external-link copy
99 : 3

قُلۡ يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ لِمَ تَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ مَنۡ ءَامَنَ تَبۡغُونَهَا عِوَجٗا وَأَنتُمۡ شُهَدَآءُۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَٰفِلٍ عَمَّا تَعۡمَلُونَ

უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! რატომ გინდათ, რომ სწორი გზა ალლაჰისა მრუდედ წარმოაჩინოთ და ააცდინოთ მისგან ისინი, ვინც ირწმუნეს, ამავე დროს, თქვენ მოწმენი ხართ ამისა; და ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ. info
التفاسير:

external-link copy
100 : 3

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِن تُطِيعُواْ فَرِيقٗا مِّنَ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ يَرُدُّوكُم بَعۡدَ إِيمَٰنِكُمۡ كَٰفِرِينَ

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ წიგნბოძებულთაგან რომელიმე ჯგუფს დაემორჩილებით, ისევ ურწმუნოებად გაქცევენ, მას შემდეგ, რაც ირწმუნეთ. info
التفاسير: