Қуръони Карим маъноларининг таржимаси - Гуржича таржима. Таржима жараёни давом этмоқда.

Бақара

external-link copy
1 : 2

الٓمٓ

ელიფ ლაამ მიიმ*. info

*წმ. ყურანის 29 სურა „ალ-ჰურუფუ’ლ-მუყატტა’ა (الحروف المقطعة ) – თი, ანუ წყვეტილა ასობგერებით იწყება, რომლებიც ინიციალის მსგავსად თავთავიანთი სახელებით იკითხებიან, თუმცა სურათა დასაწყისში მათი მოთავსების სიბრძნე და დანიშნულება უზენაესი ალლაჰის გარდა დანამდვილებით არავინ იცის. მუფესსირები სხვადასხვა განმარტებებით ცდილობენ მათი მნიშვნელობების ახსნას, თუმცა ყველა განმარტება სავარაუდოა, რადგანაც ალლაჰსა და მის შუამავალს ამ ასობგერების შესახებ არაფერი უთქვამთ.

التفاسير:

external-link copy
2 : 2

ذَٰلِكَ ٱلۡكِتَٰبُ لَا رَيۡبَۛ فِيهِۛ هُدٗى لِّلۡمُتَّقِينَ

აი, წიგნი: ეჭვი არ არის მასში და სწორი გზის მაჩვენებელია ღვთისმოშიშთათვის. info
التفاسير:

external-link copy
3 : 2

ٱلَّذِينَ يُؤۡمِنُونَ بِٱلۡغَيۡبِ وَيُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَمِمَّا رَزَقۡنَٰهُمۡ يُنفِقُونَ

– რომელთაც სწამთ უხილავისა, აღასრულებენ ნამაზს და გაიღებენ* იმას, რაც ვუწყალობეთ საზრდოდ; info

*ღვთივსათნოდ

التفاسير:

external-link copy
4 : 2

وَٱلَّذِينَ يُؤۡمِنُونَ بِمَآ أُنزِلَ إِلَيۡكَ وَمَآ أُنزِلَ مِن قَبۡلِكَ وَبِٱلۡأٓخِرَةِ هُمۡ يُوقِنُونَ

ასევე ისინი, რომელთაც სწამთ - რაც ჩამოგევლინა და რაც შენამდე ჩამოვლენილა... და ღრმად სწამთ უკანასკნელი დღისა. info
التفاسير:

external-link copy
5 : 2

أُوْلَٰٓئِكَ عَلَىٰ هُدٗى مِّن رَّبِّهِمۡۖ وَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُفۡلِحُونَ

აი, თავიანთი ღმერთის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი, - ეგენი არიან გადარჩენილნი. info
التفاسير: