قرآن کریم کے معانی کا ترجمہ - جورجیائی ترجمہ - اس پر کام جاری ہے

external-link copy
61 : 4

وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ تَعَالَوۡاْ إِلَىٰ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ وَإِلَى ٱلرَّسُولِ رَأَيۡتَ ٱلۡمُنَٰفِقِينَ يَصُدُّونَ عَنكَ صُدُودٗا

როცა ეტყვიან: მოდით იმასთან, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, და შუამავალთანო, მაშინ დაინახავ, თუ როგორ იბრუნებენ პირს შენგან და გაგეცლებიან – ფარისეველნი. info

[1]ტაღუთთან ეძებენ სამართალს.[2]გადმოცემის თანახმად, მედინაში ერთ-ერთ იუდეველსა და მუნააფიყს (ფარისეველს) უთანხმოება მოუხდათ, სადავო საკითხის მოსაგვარებლად მსაჯულთან მისვლა და პრობლემის მოგვარება იყო საჭირო. იუდეველს უნდოდა, მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მისულიყვნენ და მსაჯულობისთვის მიემართათ, რადგანაც იცოდა, რომ ის სამართლიანობიდან არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევდა და არც ქრთამს აიღებდა. მუნააფიყი, იუდეველის შემოთავაზებას არ თანხმდებოდა და საკითხის ერთ-ერთი იუდეველის წინაშე განხილვას ითხოვდა, რადგანაც იცოდა, რომ იუდეველი მსაჯული ქრთამს აიღებდა და მის მოსყიდვას შეძლებდა. ბოლოს ორივენი იუდეველის მსაჯულობაზე შეთანხმდნენ. ამ ამბის შესახებ მე–60 და მომდევნო რამდენიმე აიათი ჩამოევლინა.აიათი კონკრეტული მოვლენის შესახებ ჩამოევლინა, თუმცა ის ზოგადად ყველას ეხება, ვინც შარიათის დადგენილებებს არ მოიწონებს. კონკრეტულად აიათში „ტაღუთ“-ად მოხსენებულია იუდეველი მსაჯული ქა’ბ ბინ აშრაფი, თუმცა ეს არის ზოგადი ცნება, რითაც შარიათის მართლმსაჯულების მიღმა მყოფი ყველა სხვა ალტერნატივა მოიხსენიება.ეს აიათი ამავდროულად გვიჩვენებს, რომ გულწრფელი რწმენის დასტური, ალლაჰის შარიათის და მასში არსებული ყოველი ბრძანების მორჩილებაა. ვინც ამტკიცებს, რომ ის არის მორწუნე, თუმცა ალლაჰის გადაწყვეტილებებს ტაღუთის გადაწყვეტილებები ურჩევნია, ის მატყუარაა.

التفاسير: