قرآن کریم کے معانی کا ترجمہ - جورجیائی ترجمہ - اس پر کام جاری ہے

external-link copy
56 : 3

فَأَمَّا ٱلَّذِينَ كَفَرُواْ فَأُعَذِّبُهُمۡ عَذَابٗا شَدِيدٗا فِي ٱلدُّنۡيَا وَٱلۡأٓخِرَةِ وَمَا لَهُم مِّن نَّٰصِرِينَ

ხოლო მათ, ვინც არ ირწმუნეს, უმკაცრესად დავსჯი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არავინ ჰყავთ დამხმარე. info

[1]როდესაც იუდეველები ‘ისას عليه السلام სიცოცხლის ხელყოფას მზაკვრულად გეგმავდნენ, ალლაჰმა ამ სიტყვებით ‘ისას ამცნო, რომ მას მხოლოდ ალლაჰი მოაკვდენდა და სხვა ვერას დააკლებდა. სწავლულთა უმრავლესობის განმარტებით, აიათში ხსნებული მოკვდინება, ზეცაში ამაღლება და ურწმუნოებისგან ხსნა–განწმენდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოთხრობილი. ისლამის სწავლების თანახმად, ‘ისა عليه السلام ზეცაში სულთან და სხეულთან ერთად, ცოცხალი ამაღლდა. ის ბოლო ჟამს დედამიწაზე დაეშვება და შემდეგ მოხდება მისი მოკვდინება ისე, როგორც სხვა ადამიანები კვდებიან. ასევე არის რამდენიმე განსხვავებული განმარტებაც, რომლებიც სიტყვა „მუთევეფფიიქე“-ს (متوفيك) შესაძლო სხვა მნიშვნელობებს ეყრდნობიან. ამ სიტყვის პირდაპირი და ძირითადი მნიშვნელობაა გარდაცვალება. გარდა ამისა, კონტექსტის მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი მნიშვნელობებითაც: „სრულად აღება“ ან „დაძინება“. აღნიშნული მნიშვნელობებიდან გამომდინარე მუფესსირთა ნაწილი ფიქრობს, რომ აქ იგულისხმება ‘ისას عليه السلام დედამიწიდან სხეულითა და სულით მთლიანად აღება და ზეცაში ამაღლება, სწავლულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ‘ისამ عليه السلام ღვთის ნებით დაიძინა და მძინარე მდგომარეობაში მოხდა მისი ამაღლება. სურა ენ’ამ-ის 60-ე აიათში ალლაჰი ბრძანებს: „იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით“, რაც იგულისხმობს: ,,იგია, რომელიც ძილს გგვრით ღამით".

التفاسير: