قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ

بەت نومۇرى:close

external-link copy
150 : 7

وَلَمَّا رَجَعَ مُوسَىٰٓ إِلَىٰ قَوۡمِهِۦ غَضۡبَٰنَ أَسِفٗا قَالَ بِئۡسَمَا خَلَفۡتُمُونِي مِنۢ بَعۡدِيٓۖ أَعَجِلۡتُمۡ أَمۡرَ رَبِّكُمۡۖ وَأَلۡقَى ٱلۡأَلۡوَاحَ وَأَخَذَ بِرَأۡسِ أَخِيهِ يَجُرُّهُۥٓ إِلَيۡهِۚ قَالَ ٱبۡنَ أُمَّ إِنَّ ٱلۡقَوۡمَ ٱسۡتَضۡعَفُونِي وَكَادُواْ يَقۡتُلُونَنِي فَلَا تُشۡمِتۡ بِيَ ٱلۡأَعۡدَآءَ وَلَا تَجۡعَلۡنِي مَعَ ٱلۡقَوۡمِ ٱلظَّٰلِمِينَ

და როდესაც მუსა თავის ხალხთან განრისხებულ-დამწუხრებული დაბრუნდა, თქვა: რა ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ ჩემს არყოფაში! დაასწარით თქვენი ღმერთის ბრძანებას არა?![1] ამ დროს მან დაყარა ფილები და თავის ძმას თავში სწვდა, თავისკენ ექაჩებოდა. (ჰარუნმა) უთხრა: დედაჩემის ძეო! უეჭველად, ხალხმა მე დამჯაბნა და ის ის იყო მკლავდნენ, ამიტომ მტერი არ გაახარო ჩემზე და უღირს ხალხთა შორის არ ჩამთვალო! info
التفاسير:

external-link copy
151 : 7

قَالَ رَبِّ ٱغۡفِرۡ لِي وَلِأَخِي وَأَدۡخِلۡنَا فِي رَحۡمَتِكَۖ وَأَنتَ أَرۡحَمُ ٱلرَّٰحِمِينَ

(მუსამ) თქვა: ღმერთო, შემიწყალე მე და ჩემი ძმაც და შეგვიყვანე შენი წყალობის წიაღში. შენ ხომ მოწყალეთა უმოწყალესი ხარ! info
التفاسير:

external-link copy
152 : 7

إِنَّ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُواْ ٱلۡعِجۡلَ سَيَنَالُهُمۡ غَضَبٞ مِّن رَّبِّهِمۡ وَذِلَّةٞ فِي ٱلۡحَيَوٰةِ ٱلدُّنۡيَاۚ وَكَذَٰلِكَ نَجۡزِي ٱلۡمُفۡتَرِينَ

უეჭველად, ისინი რომელთაც ხბო დაიდგინეს (კერპად), თავიანთი ღმერთისგან შეხვდებიან რისხვას და დამცირებას ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში და ამგვარად დავსჯით (ღვთის მიმართ) ცილისმწამებელთ. info
التفاسير:

external-link copy
153 : 7

وَٱلَّذِينَ عَمِلُواْ ٱلسَّيِّـَٔاتِ ثُمَّ تَابُواْ مِنۢ بَعۡدِهَا وَءَامَنُوٓاْ إِنَّ رَبَّكَ مِنۢ بَعۡدِهَا لَغَفُورٞ رَّحِيمٞ

ხოლო რომელთაც უკეთურებები აკეთეს, მერე მოინანიეს მას შემდეგ და ირწმუნეს, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ამის შემდეგაც უთუო მპატიებელი და მოწყალეა. info
التفاسير:

external-link copy
154 : 7

وَلَمَّا سَكَتَ عَن مُّوسَى ٱلۡغَضَبُ أَخَذَ ٱلۡأَلۡوَاحَۖ وَفِي نُسۡخَتِهَا هُدٗى وَرَحۡمَةٞ لِّلَّذِينَ هُمۡ لِرَبِّهِمۡ يَرۡهَبُونَ

და როდესაც მუსას ბრაზი ჩაუცხრა, ფილები აიღო.[1] მის ერთ-ერთ ნუსხაში იყო ჭეშმარიტების გზამკვლევი და წყალობა მათთვის, რომელთაც შიში აქვთ თავიანთი ღმერთის მიმართ. info
التفاسير:

external-link copy
155 : 7

وَٱخۡتَارَ مُوسَىٰ قَوۡمَهُۥ سَبۡعِينَ رَجُلٗا لِّمِيقَٰتِنَاۖ فَلَمَّآ أَخَذَتۡهُمُ ٱلرَّجۡفَةُ قَالَ رَبِّ لَوۡ شِئۡتَ أَهۡلَكۡتَهُم مِّن قَبۡلُ وَإِيَّٰيَۖ أَتُهۡلِكُنَا بِمَا فَعَلَ ٱلسُّفَهَآءُ مِنَّآۖ إِنۡ هِيَ إِلَّا فِتۡنَتُكَ تُضِلُّ بِهَا مَن تَشَآءُ وَتَهۡدِي مَن تَشَآءُۖ أَنتَ وَلِيُّنَا فَٱغۡفِرۡ لَنَا وَٱرۡحَمۡنَاۖ وَأَنتَ خَيۡرُ ٱلۡغَٰفِرِينَ

შემდეგ მუსამ ჩვენს მიერ დადგენილი დროისთვის თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ამოარჩია,[1] როდესაც ძლიერმა რყევამ შეიპყრო ისინი,[2] (მუსამ) ღაღად ჰყო: ღმერთო, რომ გენება მათ აქამდეც გაანადგურებდი და მეც![3] ნუთუ გაგვანადგურებ იმის გამო, რაც ჩაიდინეს ჭკუასუსტებმა ჩვენგან? ეს მხოლოდ გამოცდაა შენგან, მისით იმას აცდუნებ, ვისთვისაც ინებებ და ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებ მას, ვისთვისაც გნებავს. შენ ჩვენი მფარველი ხარ, დაე გვაპატიე ჩვენ და შეგვიწყალე, შენ მპატიებელთა შორის ყველაზე ხეირიანი ხარ! info
التفاسير: