قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ

مەسەد

external-link copy
1 : 111

تَبَّتۡ يَدَآ أَبِي لَهَبٖ وَتَبَّ

ხელები გაუხმეს აბუ ლაჰაბს, გაუხმა კიდეც.[1] info

[1] საუბარია შუამავალ მუჰამმედის ﷺ ბიძა აბუ ლაჰაბზე, მისი ნამდვილი სახელია ‘აბდუ-ლ’უზზა. ის და მისი მეუღლე განსაკუთრებით გამოირჩევოდნენ შუამავლისა და მისი მოძღვრების მიმართ მტრობაში. ყველა არაფერს იშურებდნენ იმისთვის, რომ მუჰამმედ შუამავლისთვის ﷺ თუნდაც მცირეოდენ მწუხარება და ტკივილი მიეყენებინათ ან ხალხი ისლამისგან დაებრკოლებინათ. სურა იწყება წყევლით „ხელები გაუხმეს“ ეს არაბული გამოთქმის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ამბობენ ნაწილს და გულისხმობენ მთლიანს. აქ კონკრეტულად ხელების გახმობაზე უფრო მთლიანად მოსპობა განადგურებაზეა საუბარი, როგორც ფიზიკურად ასევე იდეოლოგიურადაც. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სურა საკმაოდ ადრე ისლამის პირველ წლებში, მექქას პერიოდში ჩამოევლინა. აბუ ლაჰაბს და მის ოჯახს საკმაოდ დიდი დრო ქონდა, რომ ფორმალურად მაინც მიეღო ისლამი და ეს სურა გაეცრუებინა, თუმცა ისინი ბოლომდე ისლამის მტრებად დარჩნენ და ზუსტად ახდა უზენაესი ალლაჰის სიტყვა. ისლამის პირველ წლებში აბუ ლაჰაბის გარდა სხვა მრავალი მტრები ყავდა, რომლებმაც მოგვიანებით ისლამი მიიღეს, მათ შორის აბუ სუფიანმა ისლამის ბოლო წლებში, მექქას აღების დროს აღიარა ისლამი. თუმცა აბუ ლაჰაბისა და მისი ცოლის შესახებ იმთავითვე გაცხადებული იყო რომ ისინი ბოლომდე ურწმუნოებად დარჩებოდნენ და იმქვეყნად ჯოჯოხეთის მკვიდრნი იქნებოდნენ.

التفاسير:

external-link copy
2 : 111

مَآ أَغۡنَىٰ عَنۡهُ مَالُهُۥ وَمَا كَسَبَ

მას არც თავისი ქონება გამოადგა და არც მონაპოვარი.[1] info

[1] არც ქონება გამოადგა ღვთის ნების წინაშე და ვერც შვილებმა უშველა, ვერცერთმა იხსნა იგი ალლაჰის სასჯელისგან.

التفاسير:

external-link copy
3 : 111

سَيَصۡلَىٰ نَارٗا ذَاتَ لَهَبٖ

აალებულ ცეცხლში შევა ის info
التفاسير:

external-link copy
4 : 111

وَٱمۡرَأَتُهُۥ حَمَّالَةَ ٱلۡحَطَبِ

და მისი ცოლი – შეშის მზიდავი[1] info

[1] გადმოცემების თანახმად აბუ ლაჰაბის ცოლი ფიჩხს და ეკლებს ყრიდა გზებზე, სადაც მუჰამმედ შუამავალს ﷺ უნდა გაევლო, ამით მისი ვნება და შეწუხება უნდოდა.

التفاسير:

external-link copy
5 : 111

فِي جِيدِهَا حَبۡلٞ مِّن مَّسَدِۭ

კისერზე პალმის ბოჭკოსგან დაგრეხილი თოკი ექნება შებმული. info
التفاسير: