*აღნიშნული სასჯელის სისრულეში მოყვანა გარკვეულ პირობებზეა დამოკდებული: 1. ქურდი უნდა იყოს ზრდასრული და ჭკვიანი, მოპარულ ქონებაზე არ უნდა ქონდეს სრული ან ნაწილობრივი საკუთრების უფლება. ქურდი არ უნდა იყოს დაზარალებულის ყმა ან პირიქით, - ანუ დაზარალებულის ბატონი. იგივე მიდგომაა მამა-შვილს შორის წარმოქმნილ მოპარვის შემთხვევებშიც; 2. მოპარული ქონების მინიმალური ოდენობა: მოპარული ქონების მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით მეზჰებებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა: ჰანეფი მეზჰების მიხედვით, მოპარული ქონების ღირებულება მინიმუმ 10 დირჰემი, ხოლო მალიქი, შაფი და ჰანბელი მეზჰების მიხედვით დინარის მეოთხედი ან სამი დირჰემი უნდა იყოს (1 დირჰემი=2.97 გრ. ვერცხლის ფული. 1 დინარი=4.25 ოქროს ფული. 1 დინარი=10 დირჰემი); 3. მოპარული ნივთები უნდა იყოს დაცული, ანუ მფლობელს ქონების დასაცავად გარკვეული ზომები უნდა ქონდეს მიღებული. ასევე მუსლიმისთვის მისი ფლობა ჰალალი უნდა იყოს, ანუ ჰარამის კატეგორიას არ უნდა მიეკუთვნებოდეს; 4. მინიმუმ ორმა თვითმხილველმა მოწმემ უნდა დაამოწმოს ან თვითონ მომპარავმა უნდა მისცეს აღიარებითი ჩვენება; 5.განაჩენის გამოტანა და სასჯელის აღსრულება უნდა მოხდეს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ.
*შენს შესახებ ათას სიცრუეს და ცილისწამებას უსმენენ, ასევე ისეთ ხალხს უსმენენ, რომლებიც შენთან არც კი მოსულან, თუმცა შენს შესახებ სიცრუეს თხზავენ.
**ცდილობენ, წმინდა წერილის დადგენილებები შეცვალონ, გააბათილონ ან დამალონ. აბდულლაჰ ბინ ომარის გადმოცემის თანახმად, ერთხელ ალლაჰის შუამავალთან ﷺ იუდეველი ქალი და მამაკაცი მიიყვანეს, რომლებმაც იმრუშეს და მუჰამმედის კანონებით უნდოდათ გასამართლება, რადგანაც თევრათის დადგენილებით, მემრუშე ჩაქოლვით უნდა დასჯილიყო, მათ კი ამ სასჯელის აღსრულება არ უნდოდათ და ფიქრობდნენ, რომ მუჰამმედ შუამავალი ﷺ უფრო მსუბუქ სასჯელს შეუფარდებდა. ალლაჰის შუამავალი ﷺ იუდეველებთან მივიდა და უთხრა: რა წერია თევრათში მრუშობის სასჯელის შესახებ? მათ მიუგეს, რომ თევრათის მიხედვით, სახეები შავად უნდა შეეღებათ, ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებით პირუტყვზე შეესვათ და მთელი ქალაქი ასე შემოეტარებინათ. შუამავალმა ﷺ უთხრა თევრათი მოიტანეთ და ვნახოთ, თუ მართალს ამბობთო. თევრათი მოიტანეს და მისი კითხვა დაიწყეს. როდესაც მიაღწიეს აიათს, სადაც ჩაქოლვის შესახებ ეწერა, ახალგაზრდამ, რომელიც ჩაქოლვის აიათს კითხულობდა, თითი დააფარა მას და მხოლოდ წინა და მომდევნო აიათები წაიკითხა. ამდროს გამუსლიმებულმა ებრაელმა აბდულლაჰ ბინ სელამმა ხელის აღება მოითხოვა. როდესაც ხელი აიღო და ქვეშ ჩაქოლვის აიათი აღმოჩნდა, ალლაჰის შუამავალმაც ﷺ აიათის შესაბამისად ჩაქოლვა უბრძანა და ორივე ჩაქოლეს (მუსლიმ, ჰუდუდ 6/1699; ბუხარი, მენაყიბ 26/3635.).
***მუჰამმედთან რომ მიხვალთ, თქვენთვის სასურველი განაჩენი თუ გამოიტანა, მაშინ აიღეთ, ხოლო თუ თქვენს გემოვნებას არ დაემთხვევა, მაშინ მოერიდეთ.