[1] ისლამის სწავლების მიხედვით ქვეყნიერების დაქცევის წინ, ისრაფილ ანგელოზი ბუკის მაგვარ საყვირში ჩაბერავს – რაც სიცოცხლის დასასრულის ჟამის დადგომას მიანიშნებს და ყოველი ცოცხალი არსება სიკვდილს იგემებს. ჩვენთვის უცნობი დროის შემდეგ, ანგელოზი მეორედ ჩაბერავს საყვირში და ყველა მიცვალებულს სული დაუბრუნდება, საფლავებიდან წამოდგებიან, ერთიანი თავშეყრის ადგილისკენ გაემართებიან და ღმერთის წინაშე განიკითხებიან.