ශුද්ධවූ අල් කුර්ආන් අර්ථ කථනය - ජෝර්ජියානු පරිවර්තනය - වැඩකටයුතු සිදු වෙමින් පවතී.

පිටු අංක:close

external-link copy
142 : 2

۞ سَيَقُولُ ٱلسُّفَهَآءُ مِنَ ٱلنَّاسِ مَا وَلَّىٰهُمۡ عَن قِبۡلَتِهِمُ ٱلَّتِي كَانُواْ عَلَيۡهَاۚ قُل لِّلَّهِ ٱلۡمَشۡرِقُ وَٱلۡمَغۡرِبُۚ يَهۡدِي مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَٰطٖ مُّسۡتَقِيمٖ

ხალხთაგან ჭკუასუსტნი იტყვიან: რამ შეაბრუნა ისინი თავიანთი ყიბლისგან,* რომლისკენაც იყვნენ მიმართულნი?** მიუგე: ,,ალლაჰისაა აღმოსავლეთიცა და დასავლეთიც; ვისაც მოისურვებს, მას დააკვალიანებს გზისკენ – ჭეშმარიტი". info

*ორიგინალი – „ყიბლა“ (قبلة): ლოცვის მიმართულება; მუსლიმთა ლოცვის მიმართულება – ქააბას წმინდა სამლოცველოა.
**ალლაჰის შუამავალი ﷺ თავისი მქადაგებლური მისიის პირველ წლებში მექქაში ყოფნისას ნამაზის აღსასრულებლად ისე დგებოდა, რომ ქააბაც და იერუსალიმში მდებარე აყსას მეჩეთიც მის წინ ყოფილიყო, ხოლო მედინაში გადასახლების (ანუ ჰიჯრეთის) შემდეგ 16–17 თვის განმავლობაში – აყსას მეჩეთის მიმართულებით ლოცულობდა. ჰიჯრეთის მეორე წელს ჩამოვლენილი აიათების საფუძველზე კი მუსლიმთა ყიბლად (ანუ ლოცვის მიმართულებად) ქააბას წმინდა მეჩეთი განისაზღვრა.

التفاسير:

external-link copy
143 : 2

وَكَذَٰلِكَ جَعَلۡنَٰكُمۡ أُمَّةٗ وَسَطٗا لِّتَكُونُواْ شُهَدَآءَ عَلَى ٱلنَّاسِ وَيَكُونَ ٱلرَّسُولُ عَلَيۡكُمۡ شَهِيدٗاۗ وَمَا جَعَلۡنَا ٱلۡقِبۡلَةَ ٱلَّتِي كُنتَ عَلَيۡهَآ إِلَّا لِنَعۡلَمَ مَن يَتَّبِعُ ٱلرَّسُولَ مِمَّن يَنقَلِبُ عَلَىٰ عَقِبَيۡهِۚ وَإِن كَانَتۡ لَكَبِيرَةً إِلَّا عَلَى ٱلَّذِينَ هَدَى ٱللَّهُۗ وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيُضِيعَ إِيمَٰنَكُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ بِٱلنَّاسِ لَرَءُوفٞ رَّحِيمٞ

და ამგვარად, ზომიერ თემად გაქციეთ, რათა მოწმენი იყოთ ხალხის შესახებ და შუამავალიც – თქვენს შესახებ იყოს მოწმე. სხვა არაფრისთვის დაგვიდგენია ის ყიბლა, რომლისკენაც იყავით მიმართულნი, – თუ არა იმისთვის, რომ ნათელგვეყო*: ვინ დამყოლია შუამავლისა და ვინ – უკან მიბრუნდა, თავისივე ქუსლების მიმრთულებით (ურწმუნოებაში). დიდი სირთულეა იგი უთუოდ, თუმცა არა იმათთვის, ვინაც ალლაჰმა ჭეშმარიტი გზით დააკვალიანა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენს რწმენას,** ჭეშმარიტად, ალლაჰი ადამიანების მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია. info

*უზენაესი ალლაჰისთვის წინასწარ ნათელყოფილია ყოველივე, ვიდრე მოხდებოდეს, თუმცა ამ ცოდნის გამო არავინ მიიღებს სასჯელს ან ჯილდოს, ვიდრე თვითონ ადამიანი არ მოიყვანს სისრულეში იმ კერძო მოქმედებას, რაზეც სასჯელი ან ჯილდოა გათვალისწინებული. აქ იგულისხმება ამ კერძო საქმის სისრულეში მოყვანა და წინასწარი ცოდნის დადასტურება, რაც სასჯელის ან ჯილდოს აუცილებლობას გამოიწვევს.
**იგულისხმება აყსას მეჩეთის მიმართულებით შესრულებული ნამაზები.

التفاسير:

external-link copy
144 : 2

قَدۡ نَرَىٰ تَقَلُّبَ وَجۡهِكَ فِي ٱلسَّمَآءِۖ فَلَنُوَلِّيَنَّكَ قِبۡلَةٗ تَرۡضَىٰهَاۚ فَوَلِّ وَجۡهَكَ شَطۡرَ ٱلۡمَسۡجِدِ ٱلۡحَرَامِۚ وَحَيۡثُ مَا كُنتُمۡ فَوَلُّواْ وُجُوهَكُمۡ شَطۡرَهُۥۗ وَإِنَّ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ لَيَعۡلَمُونَ أَنَّهُ ٱلۡحَقُّ مِن رَّبِّهِمۡۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَٰفِلٍ عَمَّا يَعۡمَلُونَ

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ შენი სახის ზეცისკენ მიმობრუნებას და, რაღა თქმა უნდა, – მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, რომლითაც კმაყოფილი იქნები. მაშ, აწი სახე მესჯიდი ჰარამისკენ* მიაქციე; სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, – (ლოცვის დროს) თქვენი სახეები მისი მიმართულებით მიაპყარით! და ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ, ზუსტად უწყიან, რომ ეს**უზუსტესი ჭეშმარიტებაა მათი ღმერთისგან, ხოლო ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ. info

*ორიგინალი – „მესჯიდ ალ-ჰარამ“ (مسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – იგულისხმება ქააბას წმინდა სამლოცველო.
**ყიბლას შეცვლა

التفاسير:

external-link copy
145 : 2

وَلَئِنۡ أَتَيۡتَ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ بِكُلِّ ءَايَةٖ مَّا تَبِعُواْ قِبۡلَتَكَۚ وَمَآ أَنتَ بِتَابِعٖ قِبۡلَتَهُمۡۚ وَمَا بَعۡضُهُم بِتَابِعٖ قِبۡلَةَ بَعۡضٖۚ وَلَئِنِ ٱتَّبَعۡتَ أَهۡوَآءَهُم مِّنۢ بَعۡدِ مَا جَآءَكَ مِنَ ٱلۡعِلۡمِ إِنَّكَ إِذٗا لَّمِنَ ٱلظَّٰلِمِينَ

და ვფიცავ, ყველა მტკიცებულება რომც აჩვენო, მაინც არ მიჰყვებიან შენს ყიბლას წიგნბოძებულნი*; არც შენა ხარ მათი ყიბლის მიმყოლი; არც ერთმანეთის ყიბლას მიჰყვებიან ისინი; ვფიცავ, თუკი აჰყვები იმათ გემოვნებას იმის შემდეგ, რაც უკვე ცოდნით აღიჭურვე, მაშინ, უთუდ, შენ იქნები უსამართლოთაგანი. info

*იუდეველნი და ნაზარეველნი

التفاسير: