*ანუ დაკვლისას ალლაჰის გარდა სხვისი სახელი ახსენეს.
**წარმართი არაბები იღბლის დასადგენად ან რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საგანგებოდ ისრების გამოყენებით აწყობდნენ წილყრის რიტუალს. მათ ამისთვის განკუთვნილი შვიდი ისარი ქონდათ, თითოზე ეწერა შემდეგი სიტყვები: „დიახ, არა, თქვენგანაა, თქვენგან არ არის, გააკეთე, არ გააკეთო“, ხოლო ერთი ისარი ცარიელი იყო. ამ ისრებიდან რომელიც შეხვდებოდათ, გადაწყვეტილებასაც იმის მიხედვით ღებულობდნენ, ხოლო თუ ცარიელი ისარი ამოუვიდოდათ, მაშინ წილყრას კიდევ ერთხელ მოაწყობდნენ, ვიდრე რომელიმე სიტყვა არ ამოუვიდოდათ. იხ. თაფსირუ ბეღავი. ეს აკრძალვა ზოგადია და მოიცავს როგორც მკითხაობის, ასევე კამათელით თამაშის ან სხვა მსგავსი თამაშების აკრძალვას.
***თქვენი რჯულის განადგურების ან მისგან თქვენი ზურგშექცევის იმედი დაკარგეს.
****ჩემი ბრძანებებისა და აკრძალვების დარღვევის გეშინოდეთ.
*****ანუ ამ აიათის ჩამოვლენით ფარძის, სუნნეთის, სასჯელების, ჯიჰადის, ჰალალ-ჰარამის სახით ისლამის რჯულში არსებული ყველა საკითხი სრულვყავი. ამ აიათის ჩამოლინების შემდეგ ჰალალ-ჰარამის, ან ფარძების შესახებ სხვა აიათი აღარ ჩამოვლინებულა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
******და ჰარამი შეჭამა.