[1] მორწმუნეთა სახეები თეთრი და ნათელია, ხოლო ურწმუნოთა სახეები შავი და ბნელი, როგორც არის შემდეგ აიათში: „იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან სახეები“ (ალი იმრან, 3/106.)
[2] სამოთხისა და ჯოჯოხეთის ზღუდის თავზე, შემაღლებულ ადგილზე მყოფთა ვინაობის შესახებ მუფესსირთა შორის ათამდე განსხვავებული მოსაზრება ფიქსირდება. აქ მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ერთი ვერსიის გადმოცემა ვიკმარეთ, რომლის თანახმადაც, ესენი არიან ხალხი, რომელთა სიკეთეები და უკეთურობები თანაბარი აღმოჩნდა. სიკეთეებმა დააბრკოლა მათი ჯოჯოხეთში მოხვედრა, ხოლო უკეთურობების გამო სამოთხეში ვერ მოხვდნენ. ალლაჰის შუამავალს ﷺ ა’რაფის მკვიდრთა შესახებ კითხეს, მან ასე უპასუხა: „ისინი ალლაჰის მსახურები არიან, რომელთა საქმეც ყველაზე ბოლოს განიხილება. როდესაც სამყაროთა ღმერთი მსახურთა ანგარიშსწორებას მორჩება, მათ ეტყვის: თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც თავიანთმა სიკეთეებმა ჯოჯოხეთის ცეცხლიდან იხსნა, თუმცა სამოთხეშიც ვერ შეხვედით. ამიერიდან თავისუფლები ხართ, სადაც გინდათ იქ დაიკავეთ ადგილი - სამოთხეში!“ იხ. თაფსიირუ ტაბერი.
[1] კითხვა მიმართულია ჯოჯოხეთის მკვიდრთა მიმართ, რომლებიც მორწმუნეებს დასცინოდნენ და იფიცებოდნენ, რომ ალლაჰი მათ არ შეიწყალებდა და სამოთხეში ვერ მოხვდებოდნენ.