[1] აიათში ხსენებული მახე გულისხმობს მათ დალხენილ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, რომელმაც გამჩენი დაავიწყათ. მათ სულაც არ უფიქრიათ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა გამოცდა ყოფილიყო მათთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე განსაკუთრებული პატივი ჰქონდათ და მიტომ მიეცათ ეს ყველაფერი. არა და ეს ყველაფერი მათთვის გამოსაცდელად მიცემული დრო და პატივი იყო, რომლის უგულებელყოფითაც ნაბიჯ-ნაბიჯ ალლაჰის რისხვას უახლოვდებოდნენ და ვერც კი აცნობიერებდნენ. ისლამში ასეთ მდგომარეობას ისთიდრაჯი ეწოდება, როცა ადამიანი ღვთის მიმართ სიურჩის მიუხედავად მაინც დალხენილად ცხოვრობს ამ ქვეყნად. მისი ეს მდგომარეობა იმაზე კიარ მიუთითებს, რომ ღვთის წინაშე დაფასებული მსახურია, არამედ იმაზე რომ ღმერთმა მას გარკვეული დროით ადროვა, რათა საკუთარი ხელით გამოიმუშავოს უფრო მეტი სასჯელი და უფრო მეტად დაუახლოვდეს ალლაჰის რისხვას.