ߞߎ߬ߙߣߊ߬ ߞߟߊߒߞߋ ߞߘߐ ߟߎ߬ ߘߟߊߡߌߘߊ - ߖߐߙߑߖ߭ߌߦߊߞߊ߲ ߘߟߊߡߌߘߊ - ߊ߬ ߓߊ߯ߙߊ ߦߋ߫ ߛߋ߲߬ߠߊ߫

external-link copy
73 : 7

وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمۡ صَٰلِحٗاۚ قَالَ يَٰقَوۡمِ ٱعۡبُدُواْ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنۡ إِلَٰهٍ غَيۡرُهُۥۖ قَدۡ جَآءَتۡكُم بَيِّنَةٞ مِّن رَّبِّكُمۡۖ هَٰذِهِۦ نَاقَةُ ٱللَّهِ لَكُمۡ ءَايَةٗۖ فَذَرُوهَا تَأۡكُلۡ فِيٓ أَرۡضِ ٱللَّهِۖ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوٓءٖ فَيَأۡخُذَكُمۡ عَذَابٌ أَلِيمٞ

და (წარვგზავნეთ) სემუდის ხალხთან მათი ძმა სალიჰი, (რომელმაც) უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. ჭეშმარიტად, თქვენ მიიღეთ ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან. ესეც, სასწაულად თქვენთვის ალლაჰის აქლემია, დააცადეთ, იბალახოს ალლაჰის მიწაზე და არაფერი ავნოთ მას, თორემ მწარე სასჯელი დაგატყდებათ![1] info

[1] ჯაბირ ბინ ადბულლაჰი დ გადმოგვცემს: თაბუქის ბრძოლაში მიმავალმა შუამავალმა ﷺ, როდესაც ნაქალაქარ ჰეგრასთან (ალ-ჰიჯრი) დაბანაკდა, ფეხზე წამოდგა და ხალხს მიმართა: „ეი, ხალხო! თქვენი მაცნისგან არ მოითხოვოთ სასწაული! ეს (ნაქალაქარი) არის სალიჰ შუამავლის ხალხის. მათ, თავიანთი მაცნისგან მოითხოვეს აქლემი (რომელიც სასწაულებრივად კლდისგან უნდა შობილიყო). ალლაჰმა მოახდინა მათთვის სასურველი სასწაული. ის აი, ამ გზით მოვიდოდა და წყლის მარაგს მთლიანად სვამდა. (ხალხი და აქლემი წყალს მორიგეობით სვამდნენ) როდესაც აქლემს ერგებოდა წყლის დალევის უფლება, იმ დღეს მოსახლეობა აქლემისგან ზუსტად იმდენ რძეს წველავდა, რამდენ წყალსაც ღებულობდნენ თავიანთი რიგის დროს და ამგვარად, რძით იკმაყოფილებდნენ სასმელი წყლის საჭიროებას. შემდეგ აქლემი ისევ ამ გზას გაუდგებოდა და წავიდოდა. ბოლოს (ხალხს მობეზრდა ამგვარი მორიგეობა) თავიანთი ღმერთის ბრძანება დაარღვიეს და აქლემი დაკლეს. ალლაჰმა მათ სამი დღე ადროვა, – ალლაჰის დანაპირები არასდროს გაცრუვდება, - შემდეგ (ქვემოდან მიწისძვრამ და ზემოდან) გაუსაძლისმა ხმაურმა შეიპყრო ისინი და ყველანი დაიხოცნენ, ვინც კი იყვნენ (ამ ტერიტორიაზე) ზეცასა და დედამიწას შორის, გარდა ერთი კაცისა, რომელიც ალლაჰის ნაკრძალ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ალლაჰის ნაკრძალ ტერიტორიაზე ყოფნის გამო მას არ შეხებია ალლაჰის სასჯელი... .“ (ტაბერანი, ალ-მუჯამ’ ალ-ავსატ, ჰ.ნ. 9069.)

التفاسير: