ߞߎ߬ߙߣߊ߬ ߞߟߊߒߞߋ ߞߘߐ ߟߎ߬ ߘߟߊߡߌߘߊ - ߖߐߙߑߖ߭ߌߦߊߞߊ߲ ߘߟߊߡߌߘߊ - ߊ߬ ߓߊ߯ߙߊ ߦߋ߫ ߛߋ߲߬ߠߊ߫

external-link copy
46 : 7

وَبَيۡنَهُمَا حِجَابٞۚ وَعَلَى ٱلۡأَعۡرَافِ رِجَالٞ يَعۡرِفُونَ كُلَّۢا بِسِيمَىٰهُمۡۚ وَنَادَوۡاْ أَصۡحَٰبَ ٱلۡجَنَّةِ أَن سَلَٰمٌ عَلَيۡكُمۡۚ لَمۡ يَدۡخُلُوهَا وَهُمۡ يَطۡمَعُونَ

მათ შორის ზღუდეა, მაღლობზე დგანან კაცები, რომლებიც ყველას (სამოთხის ან ჯოჯოხეთის მკვიდრებს ) სცნობენ თავიანთი სახეებით[1] და გასძახებენ სამოთხის მკვიდრებს: სალამი თქვენდა! ისინი ჯერ არ შესულან მასში, მაგრამ იმედოვნებენ.[2] info

[1] მორწმუნეთა სახეები თეთრი და ნათელია, ხოლო ურწმუნოთა სახეები შავი და ბნელი, როგორც არის შემდეგ აიათში: „იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან სახეები“ (ალი იმრან, 3/106.)
[2] სამოთხისა და ჯოჯოხეთის ზღუდის თავზე, შემაღლებულ ადგილზე მყოფთა ვინაობის შესახებ მუფესსირთა შორის ათამდე განსხვავებული მოსაზრება ფიქსირდება. აქ მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ერთი ვერსიის გადმოცემა ვიკმარეთ, რომლის თანახმადაც, ესენი არიან ხალხი, რომელთა სიკეთეები და უკეთურობები თანაბარი აღმოჩნდა. სიკეთეებმა დააბრკოლა მათი ჯოჯოხეთში მოხვედრა, ხოლო უკეთურობების გამო სამოთხეში ვერ მოხვდნენ. ალლაჰის შუამავალს ﷺ ა’რაფის მკვიდრთა შესახებ კითხეს, მან ასე უპასუხა: „ისინი ალლაჰის მსახურები არიან, რომელთა საქმეც ყველაზე ბოლოს განიხილება. როდესაც სამყაროთა ღმერთი მსახურთა ანგარიშსწორებას მორჩება, მათ ეტყვის: თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც თავიანთმა სიკეთეებმა ჯოჯოხეთის ცეცხლიდან იხსნა, თუმცა სამოთხეშიც ვერ შეხვედით. ამიერიდან თავისუფლები ხართ, სადაც გინდათ იქ დაიკავეთ ადგილი - სამოთხეში!“ იხ. თაფსიირუ ტაბერი.

التفاسير: