[1]ორიგინალი – „ყურუ’“ (قروء): ეს სიტყვა ვთარგმნეთ, როგორც ციკლი, რადგანაც მას ორი მნიშვნელობა აქვს – დედათა წესის ციკლი და სუფთად ყოფნის ციკლი. აქედან გამომდინარე ეს სიტყვა საჰაბეთა ნაწილმა განმარტა, როგორც დედათა წესის ციკლი, ნაწილმა კი სუფთად ყოფნის ციკლი, რაც სწავლულებსა და მეზჰებებს შორის აზრთა სხვადასხვაობას დაედო საფუძვლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, აიათის თარგმანის მნიშვნელობაიქნება – ქმარგაცილებულმა ქალებმა ქორწინებისგან თავი შეიკავონ დედათწესობის ან სუფთად ყოფნის სამი ციკლის ვადით.[2]ფეხმძიმობა ან დედათა წესი.[3]ეს მაღალი საფეხურებია: ოჯახის მმართველობა და ფინანსური უზრუნველყოფა; ჯიჰადი და უსაფრთხოებისთვის ზრუნვა; იმამობა; მემკვიდრეობიდან ერთით მეტი წილი და მსგავსი საკითხები, რაც მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დაწესებული.