[1]გადმოცემების თანახმად, ეს აიათი რომ ჩამოევლინა, შუამავალმა გაიყვანა თავისი ქალიშვილი ფატიმა, სიძე – ალი, შვილიშვილები – ჰასანი და ჰუსეინი, და ნაჯრანელ ქრისტიანებს აღნიშნული ვედრებისკენ მოუწოდა, რომლებიც ‘ისას შესახებ შუამავალს ეკამათებოდნენ, თუმცა ნაჯრანელებმა ეს ვერ გაბედეს. მათ ბოლოს ჯიზიას გადახდის პირობით მუსლიმთა მმართველობა აღიარეს.