[1] ბაღავი განმარტავს: ეს არ არის სიჯჯინის განმარტება, ეს გვამცნობს ცოდვილთა წიგნის ხასიათს. ყათადე და მუყათილი განმარტავენ, რომ ცოდვილთა წიგნები თანამოაზრეებთან ერთად საერთო ნიშნით დაინიშნება და ამგვარად ცნობადი ხდება, რომ ესენი ურწმუნოები არიან. იხ. თაფსირუ ბაღავი.
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უეჭველად, როდესაც მორწმუნე ცოდვას ჩადის, ეს მის გულზე შავი წერტილის მსგავსად აისახება. თუკი მოინანიებს, მოეშვება და ღმერთს პატიებას შეევედრება - გული გაეწმინდება; ხოლო, თუ ცოდვების ჩადენას უმატებს, შავი წერტილებიც იმატებს. სწორედ ესაა ჟანგი, რომელიც ალლაჰმა ახსენა თავის წიგნში“ (იბნუ მააჯა, ზუჰდ 29/4244.)
[1] აიათი ისლამის სწავლულთან ნაწილმა განმარტა, რომ ისინი გარიდებულნი იქნებიან ალლაჰის წყალობას ან ალლაჰი მათ სახეზე არ შეხედავს. სწვალულთა უმრავლესობა განმარტავს, რომ ისინი იმ ქვეყნად ალლაჰის ხილვას იქნებიან მოკლებულნი. იხ. თაფისრუ ბაღავი.
[1] ‘ილლიინი არის მეშვიდე ცაზე ‘არშის ქვეშ. იბნი ‘აბბასმა თქვა: ის არის მწვანე პერიდოტის დაფა, რომელიც ‘არშის ქვეშ კიდია და მათი ნამოქედარი საქმეები მასზეა ამოტვიფრული. იხ. თაფისრუ ბეღავი.
[1] ორიგინალი „ხითამ“ (ختام) ორნაირად შეიძლება იყოს გაგებული, როგოც ბეჭედი ასევე ბოლო, მუფესსირების განმარტებებში ორივე მიმართულება ფიქსირდება, ამიტომ ვეცადეთ ჩვენს თარგმანში ორივე ვერსია აგვესახა. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, იმქვეყნად სათნოთათვის მირთმეული სასმისს მუშკის ბეჭედი ასვია; ხოლო მეორე განამრტების თანახმად ვინც ამ სასმელს დალევს, ის ბოლოს მუშკის სურნელებას შეიგრძნობს. უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.