ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

អាត់តាកាស៊ួរ

external-link copy
1 : 102

أَلۡهَىٰكُمُ ٱلتَّكَاثُرُ

გაუტაცნიხართ დაგროვებაში ურთიერთ ჯიბრსა. info
التفاسير:

external-link copy
2 : 102

حَتَّىٰ زُرۡتُمُ ٱلۡمَقَابِرَ

სანამ არ მიხვედით საფლავებამდე.[1] info

[1] მოხვეჭასა და სიმრავლეში ურთიერთ ჯიბრის ჟინმა იმდენად გაგიტაცათ, რომ სანამ გონს მოეგებოდით სიკვდილმა მოგისწროთ და საფლავში აღმოჩნდით.

التفاسير:

external-link copy
3 : 102

كَلَّا سَوۡفَ تَعۡلَمُونَ

არა, შემდეგ გაიგებთ.[1] info

[1] მალე გაიგებთ, რომ მომხვეჭელობა, სიმრავლე თუ ყველა სხვა ტრაბახიდა ჯიბრის მიზეზი წარმავალია, რაშიც თავდავიწყებით იყავით ჩაფლულნი და წარუვალი ჭეშმარიტება უგულებელჰყავით.

التفاسير:

external-link copy
4 : 102

ثُمَّ كَلَّا سَوۡفَ تَعۡلَمُونَ

არა და არა, შემდეგ გაიგებთ მართლაც. info
التفاسير:

external-link copy
5 : 102

كَلَّا لَوۡ تَعۡلَمُونَ عِلۡمَ ٱلۡيَقِينِ

არავითარ შემთხვევაში, თქვენ რომ გცოდნოდათ მთელი სიცხადით.[1] info

[1] ეს ყველაფერი რომ გცოდნოდათ მთელი სიცხადითა და გულდაჯერებით, მაშინ ასე არ მოიქცევოდით.

التفاسير:

external-link copy
6 : 102

لَتَرَوُنَّ ٱلۡجَحِيمَ

ვფიცავ, რომ თქვენ აუცილებლად იხილავთ ჯოჯოხეთს. info
التفاسير:

external-link copy
7 : 102

ثُمَّ لَتَرَوُنَّهَا عَيۡنَ ٱلۡيَقِينِ

შემდეგ მას აუცილებლად იხილავთ მთელი სიცხადით. info
التفاسير:

external-link copy
8 : 102

ثُمَّ لَتُسۡـَٔلُنَّ يَوۡمَئِذٍ عَنِ ٱلنَّعِيمِ

შემდეგ უსათუოდ მოგეკითხებათ იმ დღეს ყოველი სიკეთის შესახებ.[1] info

[1] განკითხვის დღეს ადამიანს ყოველი სიკეთის შესახებ მოეკითხება, გააცნობიერა თუ არა რომ ის იყო ღვთის მიერ ბოძებული წყალობა, საკმარისი მადლიერება გამოხატა თუ არა მათ მიმართ და რაში გამოიყენა ეს სიკეთეები. აბუ ჰურეირას მიერ გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი ﷺ ამბობს: „უეჭველად, განკითხვის დღეს მსახურს პირველად რაც მოეკითხება, ეს არის (ღვთის მიერ ბოძებული) სიკეთეები. მას ასე ეტყვიან: განა არ გიბოძეთ ჯანმრთელი სხეული? განა არ დაგაწყურეთ ცივი წყლით?“ იხ. თირმიზი, თაფსიირ, 88/3358. იბნი მეს’უდმა თქვა: „სიკეეთეები, რომლებიც ადამიანს მოეკითხება, ესენი არის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.“ ტაბერი, ჯამი’უ’ლ-ბეიან, 30/284. იბნი ‘აბბასმა განმარტა: ამ აიათში ხსენებულ სიკეთეებში სხეულის, ყურის, თვალის და ა.შ. ჯანმრთელობა იგულისხმება. უზენაესმა რათქმაუნდა თავის მსახურზე უკეთ იცის, თუმცა მათ მაინც კითხავს, რომ ეს ყველაფერი სად, რა საქმეში გამოიყენა. მათ ეს ყველაფერი მოეკითხებათ, რადგანაც აიათში ბრძანებს: „ჭეშმარიტად, სმენაც, მხედველობაც და გულიც, ყველა მათგანი პასუხისმგებელია.“ ტაბერი, ჯამი’უ’ლ-ბეიან, 30/286.იმამ ტაბარის პირადი აზრი კი ის არის რომ ალლაჰი ადამიანს პასუხს ყველა სიკეთეზე მოსთხოვს. იხ. თაფსიირ ატტაბარი.

التفاسير: