クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中

ページ番号:close

external-link copy
91 : 5

إِنَّمَا يُرِيدُ ٱلشَّيۡطَٰنُ أَن يُوقِعَ بَيۡنَكُمُ ٱلۡعَدَٰوَةَ وَٱلۡبَغۡضَآءَ فِي ٱلۡخَمۡرِ وَٱلۡمَيۡسِرِ وَيَصُدَّكُمۡ عَن ذِكۡرِ ٱللَّهِ وَعَنِ ٱلصَّلَوٰةِۖ فَهَلۡ أَنتُم مُّنتَهُونَ

სატანას მხოლოდ ის უნდა, რომ მტრობა და სიძულვილი ჩააგდოს თქვენ შორის ღვინითა და ყუმარით; დაგაშოროთ ალლაჰის დიდებას/ხსენებას და ნამაზს. მაშ, ხომ იქნებით ამის დამთმობნი? info
التفاسير:

external-link copy
92 : 5

وَأَطِيعُواْ ٱللَّهَ وَأَطِيعُواْ ٱلرَّسُولَ وَٱحۡذَرُواْۚ فَإِن تَوَلَّيۡتُمۡ فَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا ٱلۡبَلَٰغُ ٱلۡمُبِينُ

მაშ, დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და სიფრთხილე გამოიჩინეთ, ხოლო თუკი გადაიხრებით, მაშინ იცოდეთ, რომ ჩვენს შუამავალს მხოლოდ ცხადი გზავნილის მიწვდენა აკისრია. info
التفاسير:

external-link copy
93 : 5

لَيۡسَ عَلَى ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ جُنَاحٞ فِيمَا طَعِمُوٓاْ إِذَا مَا ٱتَّقَواْ وَّءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ ثُمَّ ٱتَّقَواْ وَّءَامَنُواْ ثُمَّ ٱتَّقَواْ وَّأَحۡسَنُواْۚ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلۡمُحۡسِنِينَ

რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათ არ დაედებათ ცოდვა იმაში, რაც (ადრე) უგემიათ,* თუ (ახლა) ღვთისმოშიშებას იჩენენ, სწამთ და სიკეთეს აკეთებენ; შემდეგ ისევ ღვთისმოშიშებას იჩენენ და სწამთ; შემდეგ ისევ ღვთისმოშიშებას იჩენენ და სიკეთეს აკეთებენ. ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი. info

*ენეს იბნ მაალიქი გადმოგვცემს: ერთხელ მე, აბუ ტალჰა, აბუ უბეიდა ბინ ალ-ჯერრაჰი, მუაზ ბინ ჯებელი, სუჰეილ იბნ ბეიდა და აბუ დუჯანე ერთად ვქეიფობდით. მე ვიყავი მელიქიფე. სუფრის წევრები საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ და თავი სუფრისკენ წაეხარათ, როცა ქუჩიდან ხმა შემოგვესმა: ,,ყურადღებით, ამიერიდან ღვინო უკვე ჰარამია!'' ამის გაგონებაზე, ჩვენ, სანამ ვინმე გარეთ გავიდოდა ან გარედან ვინმე შემოვიდოდა, მაშინვე დავღვარეთ ღვინო, რაც იყო დარჩენილი, და ღვინის ჭურჭელი დავამსხვრიეთ. ზოგიერთმა ჩვენგანმა აბდესი აიღო, ზოგიერთებმაც ტანი დაიბანა. უმმუ სულეიმის სუნამო წავისვით და შუამავლის მეჩეთს მივაშურეთ. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ სურა მაიდეს (90-92-ე) აიათებს კითხულობდა. ამის მოსმენის შემდეგ ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ადრე ღვინოს მიირთმევდნენ და ამ აიათის ჩამოვლინებამდე გარდაიცვალენ? ამ კითხვის საპასუხოდ უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „რომელთაც ირწმუნეს და კეთილი ჰქმნეს, მათ ცოდვა არ აქვთ იმაში, რაც უგემიათ ...“ იხ. თაფსირუ ტაბარი.

التفاسير:

external-link copy
94 : 5

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَيَبۡلُوَنَّكُمُ ٱللَّهُ بِشَيۡءٖ مِّنَ ٱلصَّيۡدِ تَنَالُهُۥٓ أَيۡدِيكُمۡ وَرِمَاحُكُمۡ لِيَعۡلَمَ ٱللَّهُ مَن يَخَافُهُۥ بِٱلۡغَيۡبِۚ فَمَنِ ٱعۡتَدَىٰ بَعۡدَ ذَٰلِكَ فَلَهُۥ عَذَابٌ أَلِيمٞ

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი აუცილებლად გამოგცდით ნადირით,* რომელსაც სწვდება თქვენი ხელები და შუბები, რათა გამოამჟღავნოს, თუ ვის აქვს მისი შიში - როცა ვერავინ ხედავს მას, გარდა ალლაჰისა. ხოლო ვინც შემდგომ ზღვარს გადავა, სწორედ მისთვისაა მწარე სასჯელი. info

*ეს აიათი ჰუდეიბიას სამშვიდობო ზავის წელს ჩამოევლინა, როდესაც მორწმუნეები იჰრამით იყვნენ შემოსილნი. უზენაესმა ალაჰმა იჰრამით შემოსილებს ნადირობა აუკრძალა და ამგვარად გამოცადა ისინი. იმ წელიწადს მათ ირგვლივ იმდენი გარეული ცხოველი იმყოფებოდა, რომ მათ ბანაკშიც კი გადაადგილდებოდნენ, ამიტომ ზოგიერთ მათგანს ნადირობის სურვილი უჩნდებოდა. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
95 : 5

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تَقۡتُلُواْ ٱلصَّيۡدَ وَأَنتُمۡ حُرُمٞۚ وَمَن قَتَلَهُۥ مِنكُم مُّتَعَمِّدٗا فَجَزَآءٞ مِّثۡلُ مَا قَتَلَ مِنَ ٱلنَّعَمِ يَحۡكُمُ بِهِۦ ذَوَا عَدۡلٖ مِّنكُمۡ هَدۡيَۢا بَٰلِغَ ٱلۡكَعۡبَةِ أَوۡ كَفَّٰرَةٞ طَعَامُ مَسَٰكِينَ أَوۡ عَدۡلُ ذَٰلِكَ صِيَامٗا لِّيَذُوقَ وَبَالَ أَمۡرِهِۦۗ عَفَا ٱللَّهُ عَمَّا سَلَفَۚ وَمَنۡ عَادَ فَيَنتَقِمُ ٱللَّهُ مِنۡهُۚ وَٱللَّهُ عَزِيزٞ ذُو ٱنتِقَامٍ

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოკლათ ნადირი* მაშინ, როცა იჰრამით ხართ შემოსილნი. და ვინც მოკლავს გააზრებულად, მისი სასჯელი: ქააბაში შესაწირად გაგზავნაა შინაური ცხოველისა, მის მიერ მოკლულის მსგავსის, რასაც თქვენ შორის ორი სამართლიანი კაცი განსაზღვრავს; ან გამოსასყიდად ღარიბების დაპურება; ან სანაცვლოდ მარხვაა, რათა პასუხისმგებლობა იგრძნოს თავისი საქციელის. ალლაჰმა შეუნდო, რაც უკვე მოხდა, ხოლო თუ კვლავ დაუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. ალლაჰი უძლეველია, შურისმგებია. info

*აიშა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ხუთი სახის მავნე სულიერი არსებობს, რომელთა მოკვლა იჰრამით შემოსილ მდგომარეობაშიც კი შეიძლება. ესენია: ყვავი, ძერა, მორიელი, თაგვი და ცოფიანი ძაღლი.“ (ბუხარი, ჯეზაუ’ლ-საიდ, 7/1829.)

التفاسير: