クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中

external-link copy
158 : 4

بَل رَّفَعَهُ ٱللَّهُ إِلَيۡهِۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი აუცილებლად გამოგცდით ნადირით,[1] რომელსაც სწვდება თქვენი ხელები და შუბები, რათა გამოამჟღავნოს, თუ ვის აქვს მისი შიში - როცა ვერავინ ხედავს მას, გარდა ალლაჰისა. ხოლო ვინც შემდგომ ზღვარს გადავა, სწორედ მისთვისაა მწარე სასჯელი. info

[1]ენეს იბნ მაალიქი გადმოგვცემს: ერთხელ მე, აბუ ტალჰა, აბუ უბეიდა ბინ ალ-ჯერრაჰი, მუაზ ბინ ჯებელი, სუჰეილ იბნ ბეიდა და აბუ დუჯანე ერთად ვქეიფობდით. მე ვიყავი მელიქიფე. სუფრის წევრები საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ და თავი სუფრისკენ წაეხარათ, როცა ქუჩიდან ხმა შემოგვესმა: ,,ყურადღებით, ამიერიდან ღვინო უკვე ჰარამია!'' ამის გაგონებაზე, ჩვენ, სანამ ვინმე გარეთ გავიდოდა ან გარედან ვინმე შემოვიდოდა, მაშინვე დავღვარეთ ღვინო, რაც იყო დარჩენილი, და ღვინის ჭურჭელი დავამსხვრიეთ. ზოგიერთმა ჩვენგანმა აბდესი აიღო, ზოგიერთებმაც ტანი დაიბანა. უმმუ სულეიმის სუნამო წავისვით და შუამავლის მეჩეთს მივაშურეთ. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ სურა მაიდეს (90-92-ე) აიათებს კითხულობდა. ამის მოსმენის შემდეგ ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ადრე ღვინოს მიირთმევდნენ და ამ აიათის ჩამოვლინებამდე გარდაიცვალენ? ამ კითხვის საპასუხოდ უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „რომელთაც ირწმუნეს და კეთილი ჰქმნეს, მათ ცოდვა არ აქვთ იმაში, რაც უგემიათ ...“ იხ. თაფსირუ ტაბარი.

التفاسير: