クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中

external-link copy
124 : 4

وَمَن يَعۡمَلۡ مِنَ ٱلصَّٰلِحَٰتِ مِن ذَكَرٍ أَوۡ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤۡمِنٞ فَأُوْلَٰٓئِكَ يَدۡخُلُونَ ٱلۡجَنَّةَ وَلَا يُظۡلَمُونَ نَقِيرٗا

ხოლო ყოველი კაცი თუ ქალი, ვინც სიკეთეს გააკეთებს და მორწმუნეც იქნება, სწორედ ეგენი შევლენ სამოთხეში, და ნაყირისოდენა უსამართლობასაც[1] არ გადაეყრებიან. info

[1]აიათი ცხადყოფს, რომ სამოთხეში მოხვედრა არც მარტო ოცნებით იქნება და არც ცარიელი სიტყვებით, არამედ საქმით დამსახურებაა მთავარი. მასრუყი, ყათადა და დაჰჰაქი გადმოგვცემენ, რომ აიათი ჩამოევლინა წიგნბოძებულთა და მუსლიმთა საპასუხოდ, რომლებიც თავიანთი სარწმუნოებით იკვეხნიდნენ და უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდნენ. წიგნბოძებულებმა თქვეს: ჩვენი შუამავალი თქვენს შუამავალზე ადრე იყო, ასევე, ჩვენი წიგნი თქვენს წიგნზე ადრეა ჩამოვლენილი, ამიტომ ჩვენ უფრო უპირატესნი ვართ ალლაჰის წინაშეო. მუსლიმებმა უპასუხეს: ჩვენი შუამავალი ბოლო შუამავალია, ჩვენმა წიგნმა გააუქმა სხვა დანარჩენი წიგნები, ჩვენ თქვენი წიგნიც გვწამს, მაგრამ თქვენ არ გწამთ ჩვენი წიგნი, ამიტომ ჩვენ უფრო უპირატესნი ვართო. მუჯაჰიდმა თქვა: წიგნბოძებულებმა თქვეს: ,,ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა გათვლილი დღეებისა“; მათ ეკუთვნით შემდეგი სიტყვებიც: „ვერავინ შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინცაა იუდეველი ან ნაზარეველი“–ო. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير: