Traduzione dei Significati del Sacro Corano - Traduzione in georgiano - in corso di traduzione

external-link copy
8 : 6

وَقَالُواْ لَوۡلَآ أُنزِلَ عَلَيۡهِ مَلَكٞۖ وَلَوۡ أَنزَلۡنَا مَلَكٗا لَّقُضِيَ ٱلۡأَمۡرُ ثُمَّ لَا يُنظَرُونَ

მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ[1] . info

[1] როდესაც ურწმუნოები ითხოვდნენ სასწაულს და მისი აღსრულების მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ ურწმუნოებას, მათ ყოველთვის გამანადგურებელი სასჯელი ეწეოდათ. ამ აიათშიც ალლაჰი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მათთვის ხილული ანგელოზებიც რომ ჩამოგვევლინა, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, ამიტომ მათი განადგურების საქმე მაშინვე გადაწყდებოდა, არც მონანიების და არც თავის მართლების დრო აღარ მიეცემოდათო.

التفاسير: