Traduction des sens du Noble Coran - La traduction géorgienne - travail en cours

external-link copy
172 : 7

وَإِذۡ أَخَذَ رَبُّكَ مِنۢ بَنِيٓ ءَادَمَ مِن ظُهُورِهِمۡ ذُرِّيَّتَهُمۡ وَأَشۡهَدَهُمۡ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمۡ أَلَسۡتُ بِرَبِّكُمۡۖ قَالُواْ بَلَىٰ شَهِدۡنَآۚ أَن تَقُولُواْ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ إِنَّا كُنَّا عَنۡ هَٰذَا غَٰفِلِينَ

აკი შენმა ღმერთმა ადამის ძეთა ზურგებიდან ამოიყვანა მათი შთამომავლები და თავიანთი სულების შესახებ დაამოწმებინა: „განა მე არ ვარ თქვენი ღმერთი?!“ (უთხრეს:) „რა თქმა უნდა, ვამოწმებთ!“ – რათა განკითხვის დღეს არ ეთქვათ, რომ უეჭველად, ჩვენ ამის სესახებ არაფერი ვიცოდითო.[1] info

[1] ომარ ბინ ხატტაბი გადმოგვცემს რომ ალლაჰის შუამავალს ﷺ ჰკითხეს ამ აიათის შესახებ და მან ასე უპასუხა: „ჭეშმარიტად, ალლაჰმა ადამი გააჩინა, შემდეგ მას ზურგზე მარჯვენათი შეეხო და მისგან გამოიყვანა შთამომავალთა ერთი ჯგუფი და თქვა: ესენი სამოთხისათვის გავაჩინე და სამოთხის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით დაკავდებიან. შემდეგ ისევ შეეხო მის ზურგს და მისგან გამოიყანა შთამომავალთა კიდევ ერთი ჯგუფი და თქვა: ესენი ცეცხლისთვის გავაჩინე და ცეცხლის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით დაკავდებიან.“ ამ დროს ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მაშ ღვთისმსახურება რისთვისაა? ალლაჰის შუამავალმა ﷺ უპასუხა: „უჭველად, როდესაც ალლაჰი თავის მსახურს გააჩენს სამოთხისათვის მას სამოთხის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით ასაქმებს, ისე რომ იმ საქმით გარდაიცვლება და მისით შევა სამოთხეში. ასევე, როდესაც მსახურს გააჩენს ცეცხლისთვის, მას ცეცხლის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით ასაქმებს, ისე რომ ამ საქმით გარდაიცვლება და მისით შევა ცეცხლში.“ (აბუ დავუდ, სუნნეთ 17/4703; თირმიზი, თაფსიირ 8/3075.)

التفاسير: