Prijevod značenja časnog Kur'ana - Prijevod na gruzijski jezik. (Još se radi na ovome)

Broj stranice:close

external-link copy
94 : 2

قُلۡ إِن كَانَتۡ لَكُمُ ٱلدَّارُ ٱلۡأٓخِرَةُ عِندَ ٱللَّهِ خَالِصَةٗ مِّن دُونِ ٱلنَّاسِ فَتَمَنَّوُاْ ٱلۡمَوۡتَ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ

უთხარი: ,,თუკი ალლაჰთან, სხვა ხალხის გარეშე, – (მხოლოდ) თქვენთვისაა განკუთვნილი იმქვეყნიური სამკვიდრებელი*, მაშინ სიკვდილი ისურვეთ, თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი". info

*სამოთხე

التفاسير:

external-link copy
95 : 2

وَلَن يَتَمَنَّوۡهُ أَبَدَۢا بِمَا قَدَّمَتۡ أَيۡدِيهِمۡۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِٱلظَّٰلِمِينَ

– მაგრამ ამას არასოდეს ისურვებენ იმის გამო, რაც უკვე ჩაუდენიათ მათ ხელებს... ალლაჰი იცნობს უსამართლოებს. info
التفاسير:

external-link copy
96 : 2

وَلَتَجِدَنَّهُمۡ أَحۡرَصَ ٱلنَّاسِ عَلَىٰ حَيَوٰةٖ وَمِنَ ٱلَّذِينَ أَشۡرَكُواْۚ يَوَدُّ أَحَدُهُمۡ لَوۡ يُعَمَّرُ أَلۡفَ سَنَةٖ وَمَا هُوَ بِمُزَحۡزِحِهِۦ مِنَ ٱلۡعَذَابِ أَن يُعَمَّرَۗ وَٱللَّهُ بَصِيرُۢ بِمَا يَعۡمَلُونَ

ვფიცავ, უთუოდ ჰპოვო ეგენი, – სიცოცხლის მიმართ ყველაზე დახარბებულნი, იმ ხალხზე ჭარბადაც კი, რომლებიც ღმერთს უთანაზიარებენ*. ყოველ მათგანს სურს, ათასი წელი იცოცხლოს, თუმცა ხანგრძლივი სიცოცხლეც ვერ განარიდებს მათ სასჯელისგან. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ. info

*ერთადერთი ღმერთის გარდა სხვა არსებასაც აღმერთებენ

التفاسير:

external-link copy
97 : 2

قُلۡ مَن كَانَ عَدُوّٗا لِّـجِبۡرِيلَ فَإِنَّهُۥ نَزَّلَهُۥ عَلَىٰ قَلۡبِكَ بِإِذۡنِ ٱللَّهِ مُصَدِّقٗا لِّمَا بَيۡنَ يَدَيۡهِ وَهُدٗى وَبُشۡرَىٰ لِلۡمُؤۡمِنِينَ

უთხარი იმას, ვინცა მტერია ჯიბრილისა, – რომ ჭეშმარიტად, ალლაჰის ნებით მან (ჯიბრილმა) ჩამოავლინა იგი* შენს გულზე: დამამოწმებლად იმისა, რაც იყო ადრე; ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და ხარებად მორწმუნენისა. info

*წმ.ყურანი

التفاسير:

external-link copy
98 : 2

مَن كَانَ عَدُوّٗا لِّلَّهِ وَمَلَٰٓئِكَتِهِۦ وَرُسُلِهِۦ وَجِبۡرِيلَ وَمِيكَىٰلَ فَإِنَّ ٱللَّهَ عَدُوّٞ لِّلۡكَٰفِرِينَ

– ვინცა მტერია ალლაჰისა, მისი ანგელოზებისა, (მისი) შუამავლებისა, ჯიბრილისა და მიქაილისა, – უეჭველად, ალლაჰიც მტერია ურწმუნონისა. info
التفاسير:

external-link copy
99 : 2

وَلَقَدۡ أَنزَلۡنَآ إِلَيۡكَ ءَايَٰتِۭ بَيِّنَٰتٖۖ وَمَا يَكۡفُرُ بِهَآ إِلَّا ٱلۡفَٰسِقُونَ

ჭეშმარიტად, ჩვენ ჩამოგივლინეთ ნათელი აიათები/სასწაულები და მათ არავინ უარყოფს, გარდა უღირსებისა. info
التفاسير:

external-link copy
100 : 2

أَوَكُلَّمَا عَٰهَدُواْ عَهۡدٗا نَّبَذَهُۥ فَرِيقٞ مِّنۡهُمۚ بَلۡ أَكۡثَرُهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ

როდესაც აღთქმას დადებდნენ, ნაწილი მათი მუდამ არღვევდა; უფრო მეტიც, – უმრავლესობას არა სწამს. info
التفاسير:

external-link copy
101 : 2

وَلَمَّا جَآءَهُمۡ رَسُولٞ مِّنۡ عِندِ ٱللَّهِ مُصَدِّقٞ لِّمَا مَعَهُمۡ نَبَذَ فَرِيقٞ مِّنَ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ كِتَٰبَ ٱللَّهِ وَرَآءَ ظُهُورِهِمۡ كَأَنَّهُمۡ لَا يَعۡلَمُونَ

და როცა მიუვიდათ მათ ალლაჰისგან შუამავალი, – იმის დამამოწმებელი, რაც იყო მათთან (თევრათი), – მათმა ნაწილმა, ვისაც (ეს) წიგნი ებოძა, – ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი, ვითომც არ იცოდნენ (მისი შინაარსი)*. info

*თითქოს არ იცოდნენ – თევრათში/თორაში რომ მუჰამმედის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველები.

التفاسير: