და მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ, მაგრამ მათ გულებს საბურველი გადავაფარეთ, რათა ვერ გაიგონ, ყურებშიც სიმძიმე დავუგუბეთ: თუნდაც ყველა აიათი/სასწაული იხილონ, მაინც რომ არ ირწმუნონ[1] ; უფრო მეტიც, შენთან თუ მოვლენ ისინი, ვინც არ ირწმუნეს, კამათს დაგიწყებენ და იტყვიან : უეჭველად, ეს მხოლოდ წინაპართა ზღაპრებიაო.
[1] ალლაჰმა ისინი ამგვრად დასაჯა მათი ხანგრძლივი ურჩობის გამო, და იმის გამოც, რომ მან იცის, რომ ისინი ვერ ირწმუნებენ.