ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ნამაზს მაშინ, როცა ხართ მთვრალი, – მანამ, ვიდრე არ გაგეგებათ, თუ რას ამბობთ; და არც უწმინდურობისას[1], სანამ არ განიბანებით, გარდა მგზავრებისა[2]; ხოლო თუ ავად იქნებით, ან მგზავრობაში, ან საპირფარეშოდან გამოხვალთ, ან კიდევ ქალებს შეეხებით[3] და წყალს ვერ იპოვით, მაშინ სუფთა მიწით თეიმმუმი[4] გააკეთეთ და სახესა და ხელებზე ჩამოისვით. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა; უსაზღვროდ მპატიებელი.