ხოლო რომელ თქვენგანსაც არ ყოფნის სახსრები თავისუფალი მორწმუნე ქალების შესართავად, – ის მორწმუნე გოგო შეირთოს, რაც მოიპოვა მისმა მარჯვენამ. ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი რწმენის შესახებ, თქვენ ხომ ერთი–მეორისგან ხართ. მაშ, თუ იქნებიან პატიოსნად და არავის გაიჩენენ მემრუშედ და საყვარლად, – შეირთეთ ისინი თავიანთი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ მეჰრი წესისამებრ, ხოლო შეუღლების შემდეგ თუ იმრუშეს, – მათი სასჯელი თავისუფალი ქალების სასჯელის ნახევარია. ეს მათთვისაა,[1] ვისაც სიძვის ეშინია; რომ მოითმინოთ, უფრო ხეირიანია თქვენთვის. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.