აკი, მაცნეებისგან აიღო აღთქმა ალლაჰმა, რომ თქვენთვის ბოძებული (ყოველი) წიგნისა და სიბრძნის შემდეგ თქვენთან მოვიდოდა (ახალი) შუამავალი, - დამმოწმებელი იმისა, რაცაა თქვენთან, – რომელზეც უთუოდ უნდა დაგეჯერათ და დახმარებოდით. (შემდეგ) უთხრა: ეთანხმებით და ღებულობთ ამ აღთქმას ჩემგან – თქვენზე პირობად წამოყენებულს? თქვეს: ვეთანხმებითო. თქვა: მაშ დაამოწმეთ და მეც ვიქნები თქვენთან ერთად დამმოწმებელიო.