იგია, ვინც ჩამოავლინა შენზე წიგნი, მასშია მუჰქემი[1] აიათები, როგორც წიგნის დედაბოძი, და დანარჩენი – მუთეშაბიჰი[2]. ისინი კი, ვისაც გულებში უზით სიმრუდე, – ფითნას გამოწვევისთვისა და მათი განმარტების სურვილით მხოლოდ იმ ნაწილს მიჰყვებიან, რაც მუთეშაბიჰია[3], რომლის ახსნაც არავინ იცის, გარდა ალლაჰისა. ღრმადმცოდნენი ამბობენ: ჩვენ გვწამს ის (ყურანი), ყველა ჩვენი ღმერთისგანააო (მუჰქემიც და მუთეშაბიჰიც). სხვა ვინ გაიაზრებს ამას, თუ არა გონიერნი.
[1]ეს აიათი ნაჯრანელი ქრისტიანების საპასუხოდ ჩამოევლინა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისა (იესო) იყო ძე ღვთისა. იხ. თაფსირუ ბეღავი.