– და შუამავლად წარიგზავნება ისრაელის მოდგმასთან (და ეტყვის მათ): ჭეშმარიტად, თქვენთან მე თქვენივე ღმერთის სასწაულით მოვედი; ჭეშმარიტად, ტალახიდან შევქმნი ჩიტის გამოსახულებას, ჩავბერავ მასში სულს და ჩიტად იქცევა ნებით ალლაჰისა; და ალლაჰის ნებით განვკურნავ ბრმად დაბადებულებს, კეთროვნებს, გავაცოცხლებ მკვდრებს, გაუწყებთ, თუ რას მიირთმევთ და რას ინახავთ სახლებში. ჭეშმარიტად, ესენი თქვენთვის სასწაულებია, თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.