იყაბულა თავისმა ღმერთმა კეთილი ყაბულობით, აღზარდა იგი მშვენიერი მცენარესავით და დააკისრა მასზე მზრუნველობა ზექერიას. ყოველთვის, როცა ზექერია მიჰრაბში შედიოდა მასთან, – სარჩოს პოულობდა მის წინ. შეეკითხა: ,,ო, მერიემ, შენ ეს საიდან გაქვს?" უპასუხა: ,,ეს ალლაჰისგანაა". ჭეშმარიტად, ალლაჰი ურიცხვ სარჩოს უწყალობებს იმას, ვისაც ინებებს[1].