და თუ შემოგედაონ, მაშინ უპასუხე: პიროვნულობა ჩემი – ალლაჰს დავუმორჩილე, და იმათაც (დაუმორჩილეს), ვინც ჩემი მიმდევარიაო. და უთხარი მათ, ვისაც წიგნი ებოძათ, ასევე, უწიგნურებს (წარმართებს): ,,თქვენც დაემორჩილეთ?" – და თუ დაემორჩილნენ, მაშინ ცხადია, ჭეშმარიტ გზაზე დამდგარან[1], ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა მხოლოდ მიწვდენაა. ალლაჰი მსახურთა მხედველია.
[1]ქელბიმ თქვა: ეს აიათი იუდეველებისა და ქრისტიანების შესახებ ჩამოევლინა, რადგანაც მათ ისლამს ზურგი შეაქციეს. წიგნბოძებულთა წინასწარ იყო ნამახარობლები მუჰამმედის ﷺ შუამავლობა და ეს ცოდნა მათ უკვე მიღებული ჰქონდათ. იხ. თაფსირუ ბეღავი.