ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية - جارٍ العمل عليها

external-link copy
153 : 3

۞ إِذۡ تُصۡعِدُونَ وَلَا تَلۡوُۥنَ عَلَىٰٓ أَحَدٖ وَٱلرَّسُولُ يَدۡعُوكُمۡ فِيٓ أُخۡرَىٰكُمۡ فَأَثَٰبَكُمۡ غَمَّۢا بِغَمّٖ لِّكَيۡلَا تَحۡزَنُواْ عَلَىٰ مَا فَاتَكُمۡ وَلَا مَآ أَصَٰبَكُمۡۗ وَٱللَّهُ خَبِيرُۢ بِمَا تَعۡمَلُونَ

აკი (უჰუდის კალთებზე) აღმა გარბოდით და არავისკენ იხედებოდით, ხოლო შუამავალი უკნიდან გიხმობდათ, და მწუხარებაზე მწუხარება დაგემატათ, რომ არ დაღონებულიყავით იმისთვის, რაც დაკარგეთ ან თავს დაგატყდათ. ალლაჰი მცოდნეა ყოველივესი, რასაც თქვენ აკეთებთ[1]. info

[1]როცა მუსლიმებმა უჰუდის ბრძოლაში მარცხი განიცადეს, მედინაში დაბრუნებულმა დაიწყეს ბჭობა თუ რატომ დაემართათ ეს, მათ ხომ ალლაჰმა დახმარება აღუთქვა? ამ მდგომარეობის საპასუხოდ ეს აიათი ჩამოევლინა, რომელმაც მარცხის მიზეზები განმარტა. ალლაჰის შუამავალმა ﷺ უჰუდის ბრძოლის სტრატეგია შემდეგნაირად შეიმუშავა: უჰუდის მთა ზურგს უკან მოიქცია, პირით მედინასკენ დადგა. ამ პოზიციაში ‘აინეინის მაღლობი (შემდგომში მეისრეების მაღლობი) მათ მარჯვნივ რჩებოდა. შუამავალმა ﷺ აღნიშნულ მაღლობზე აბდულლაჰ ბინ ჯუბეირის სარდლობით 50 მეისრე განალაგა და უბრძანა, ზურგი გაგვიმაგრეთ; თუ დაინახავთ, რომ გავიმარჯვეთ და ნადავლის შეგროვებას შევუდექით, არ შემოგვიერთდეთ და არც ჩვენს დასახმარებლად ჩამოხვიდეთ, თუნდაც ხედავდეთ, თუ როგორ ვიხოცებითო. ბრძოლის პირველ ნაწილში მორწმუნეებმა წარმართებს სტრატეგიულად სძლიეს და ისეთი მარცხი აწვნიეს, რომ იძულებულნი შეიქმნენ, გაქცეულიყვნენ. წარმართთა ჯარის უკან გაქცევამ მეისრეების ნაწილს აფიქრებინა, რომ უკვე ბრძოლა დასრულდა და მათი მოვალეობაც დასრულებული იყო, რამაც მათ შორის კამათი გამოიწვია, უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ პოზიციებზე თუ სულიერ ძმებს შეერთებოდნენ? მეისრეთა დიდმა ნაწილმა თავიანთი პოზიცია მიატოვა და დაბლა დაეშვა, ხოლო მაღლობზე აბდულლაჰ ბინ ჯუბეირი 10 მეისრესთან ერთად დარჩა. ამ დროს მტრის ჯარი უკან დაბრუნდა, მაღლობზე მყოფი 10 მეისრე დახოცა და მუსლიმთა ჯარი ალყაში მოაქცია. ამგვარად, მორწმუნეებმა უჰუდის ბრძოლაში მარცხი თავიანთი დაუდევრობის შედეგად განიცადეს, ხოლო ცოცხალი ვინც გადარჩა, ეს ალლაჰის წყალობა იყო მათთვის.

التفاسير: