ქმარგაცილებულმა ქალებმა თავი შეიკავონ (ქორწინებისგან) სამი ციკლის ვადით[1]. მათთვის, – თუკი სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, – ნებადართული არ არის, არანაირად, – იმის დამალვა, რაც ალლაჰმა გააჩინა თავიანთ საშვილოსნოებში[2]. ამ დროში მათთან დაბრუნებას თავიანთი ქმრები უფრო იმსახურებენ, თუკი გამოსწორებას მოინდომებენ. მათ (ცოლებს) აქვთ გარკვეული უფლებები, იმის თანაბარი, როგორი პასუხისმგებლობებიც აკისრიათ (ქმრების წინაშე), თუმცა მამაკაცები მათზე მაღალ საფეხურს ფლობენ[3]. ალლაჰი უძლეველია; ბრძენია.