უთხარი: ,,ეი, წიგნბოძებულნო! მოდით შევთანხმდეთ სიტყვაზე, რომელიც საერთოა ჩვენსა და თქვენს შორის, – რომ არავის ვეთაყვანოთ, გარდა ალლაჰისა; არაფერი ვუთანაზიაროთ და არ გავაღმერთოთ – ვინმემ ვინმე, – ნაცვლად ალლაჰისა". ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო[1] .
[1] ეს აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც იუდეველებიც ამტკიცებდნენ, რომ იბრაჰიმი عليه السلام იყო იუდეველი და ჩვენ მისი გზის მიმდევრები ვართო, და ქრისტიანებიც ამტკიცებდნენ, რომ იბრაჰიმი عليه السلام იყო ქრისტიანიო.