[1]როდესაც ურწმუნოები ითხოვდნენ სასწაულს და მისი აღსრულების მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ ურწმუნოებას, მათ ყოველთვის გამანადგურებელი სასჯელი ეწეოდათ. ამ აიათშიც ალლაჰი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მათთვის ხილული ანგელოზებიც რომ ჩამოგვევლინა, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, ამიტომ მათი განადგურების საქმე მაშინვე გადაწყდებოდა, არც მონანიების და არც თავის მართლების დრო აღარ მიეცემოდათო.
[1]მათთვის ანგელოზიც რომ წარგვეგზავნა, მასაც ადამიანის ფორმით წარვგზავნიდით, რადგანაც ადამიანებს არ შეუძლიათ ანგელოზების ხილვა თავიანთი ნამდვილი ფორმით.[2]როგორც ახლა ამბობენ, როგორ გავიგოთ, შენ მართლაც ალლაჰის შუამავალი ხარ თუ ერთი ჩვეულებრივი ჩვენგანიო, მაშინაც იმას იტყოდნენ - როგორ გავიგოთ, შენ მართლაც ანგელოზი ხარ თუ ადამიანიო.
[1]იბნი აბბასი გადმოგვცემს: ერთ დღეს, შესაჯდომ პირუტყვზე ალლაჰის შუამავალის ﷺ უკან ვიჯექი და მითხრა: ეი, ახალგაზრდა! რამდენიმე სიტყვით მინდა დაგარიგო: ალლაჰი (მისი ბრძანებები და აკრძალვები) დაიცავი, რომ მანაც შენ დაგიცვას. დაიცავი ალლაჰი, რომ საითაც მიბრუნდები, იქ ჰპოვო იგი. თუ რამე სათხოვარი გექნება, ალლაჰს სთხოვე. თუკი დახმარება გჭირდება, ალლაჰს შეევედრე. იცოდე, რომ მთელი კაცობრიობა შენს სასარგებლოდ რომ გაერთიანდეს, ვერაფერს გარგებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია; ასევე, მთელი კაცობრიობა რომ შენს წინააღმდეგ გაერთიანდეს, ვერაფერს გავნებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია, (ბედისწერის ჩამწერი) კალმები აყრილია და ფურცლები გამშრალია. (თირმიზი, ჰ.ნ. 2516.)