Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Patuloy na Ginagawa

Numero ng Pahina:close

external-link copy
71 : 3

يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ لِمَ تَلۡبِسُونَ ٱلۡحَقَّ بِٱلۡبَٰطِلِ وَتَكۡتُمُونَ ٱلۡحَقَّ وَأَنتُمۡ تَعۡلَمُونَ

ეი, წიგნბოძებულნო! რატომ მოსავთ ჭეშმარიტებას სიცრუით და მალავთ მაშინ, როცა თქვენ იცით? info
التفاسير:

external-link copy
72 : 3

وَقَالَت طَّآئِفَةٞ مِّنۡ أَهۡلِ ٱلۡكِتَٰبِ ءَامِنُواْ بِٱلَّذِيٓ أُنزِلَ عَلَى ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَجۡهَ ٱلنَّهَارِ وَٱكۡفُرُوٓاْ ءَاخِرَهُۥ لَعَلَّهُمۡ يَرۡجِعُونَ

და თქვა ნაწილმა წიგნბოძებულთაგან: დღის დასაწყისში ირწმუნეთ ის, რაც მორწმუნეებს ჩამოევლინათ, ხოლო დღის ბოლოს უარყავით იგი, იქნებ უკუმოიქცნენო. info
التفاسير:

external-link copy
73 : 3

وَلَا تُؤۡمِنُوٓاْ إِلَّا لِمَن تَبِعَ دِينَكُمۡ قُلۡ إِنَّ ٱلۡهُدَىٰ هُدَى ٱللَّهِ أَن يُؤۡتَىٰٓ أَحَدٞ مِّثۡلَ مَآ أُوتِيتُمۡ أَوۡ يُحَآجُّوكُمۡ عِندَ رَبِّكُمۡۗ قُلۡ إِنَّ ٱلۡفَضۡلَ بِيَدِ ٱللَّهِ يُؤۡتِيهِ مَن يَشَآءُۗ وَٱللَّهُ وَٰسِعٌ عَلِيمٞ

და არავის ერწმუნოთ მათ გარდა, ვინც თქვენი რჯულის მიმდევარია. (ო, მუჰამმედ) უთხარი: უეჭველად, ჭეშმარიტი გზა ალლაჰის მიერ მითითებული გზაა. რადგან სხვასაც (მუჰამმედს) მიეცა იმის მსგავსი, რაც (ერთ დროს) თქვენც მოგეცათ, ან რადგან გედავებიან და თქვენი ღმერთის წინაშე გამხელენ, – ასე იმიტომ იქცევით?* უთხარი: ჭეშმარიტად, მადლი ალლაჰის ხელთაა და უწყალობებს მას, ვისაც ინებებს. ალლაჰი უხვმწყალობია, ყოვლისმცოდნე. info

*რადგან წინადადება პირდაპირ არ გვიჩვენებს, რომ ეს სიტყვები იუდეველებს ეკუთვნის თუ მუჰამმედ შუამავალს ﷺ, –შესაძლებელია აიათის ამ წინადადების ორი განსხვავებული მნიშვნელობით გაგება და შესაბამისად თარგმნა. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო მუჰამმედ შუამავლის ﷺ სიტყვების გაგრძელება და ვთარგმნეთ შესაბამისად. მეორე ვერსიის თანახმად, ამ წინადადების თარგმანი იქნებოდა ასეთი: „არც ის ირწმუნოთ, რომ ვინმეს მიეცა იმის მსგავსი, რაც თქვენ მოგეცათ და არც ის, რომ გედავებიან და გამხელენ თქვენი ღმერთის წინაშე“.

التفاسير:

external-link copy
74 : 3

يَخۡتَصُّ بِرَحۡمَتِهِۦ مَن يَشَآءُۗ وَٱللَّهُ ذُو ٱلۡفَضۡلِ ٱلۡعَظِيمِ

თავის წყალობას ის მხოლოდ მათ მიაკუთვნებს, ვისაც მოისურვებს. ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა. info
التفاسير:

external-link copy
75 : 3

۞ وَمِنۡ أَهۡلِ ٱلۡكِتَٰبِ مَنۡ إِن تَأۡمَنۡهُ بِقِنطَارٖ يُؤَدِّهِۦٓ إِلَيۡكَ وَمِنۡهُم مَّنۡ إِن تَأۡمَنۡهُ بِدِينَارٖ لَّا يُؤَدِّهِۦٓ إِلَيۡكَ إِلَّا مَا دُمۡتَ عَلَيۡهِ قَآئِمٗاۗ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمۡ قَالُواْ لَيۡسَ عَلَيۡنَا فِي ٱلۡأُمِّيِّـۧنَ سَبِيلٞ وَيَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَ وَهُمۡ يَعۡلَمُونَ

წიგნბოძებულთა შორის არის ისეთი, ვისაც უთვალავი სიმდიდრე რომ მიანდო, – უკლებლივ დაგიბრუნებს; და მათგანაა ისეთიც, ვისაც ერთი დინარიც* რომ მიანდო, არ დაგიბრუნებს მას, თუ თავზე არ დაადექი. ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათ თქვეს: ცოდვად არ დაგვედება, თუკი უწიგნურებს წავართმევთო. და შეგნებულად ტყუიან ალლაჰის შესახებ. info

*ოქროს მონეტა.

التفاسير:

external-link copy
76 : 3

بَلَىٰۚ مَنۡ أَوۡفَىٰ بِعَهۡدِهِۦ وَٱتَّقَىٰ فَإِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلۡمُتَّقِينَ

დიახ, ვინც უერთგულა თავის აღთქმას და იყო ღვთისმოშიში, ჭეშმარიტად, – უყვარს ალლაჰს ღვთისმოშიშნი. info
التفاسير:

external-link copy
77 : 3

إِنَّ ٱلَّذِينَ يَشۡتَرُونَ بِعَهۡدِ ٱللَّهِ وَأَيۡمَٰنِهِمۡ ثَمَنٗا قَلِيلًا أُوْلَٰٓئِكَ لَا خَلَٰقَ لَهُمۡ فِي ٱلۡأٓخِرَةِ وَلَا يُكَلِّمُهُمُ ٱللَّهُ وَلَا يَنظُرُ إِلَيۡهِمۡ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ وَلَا يُزَكِّيهِمۡ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمٞ

ჭეშმარიტად, ვინც მცირე საფასურზე ყიდიან ალლაჰის წინაშე დადებულ აღთქმასა და ფიცს, – ისინი ვერანაირ ხვედრს ეწევიან იმქვეყნად; განკითხვის დღეს არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი, არც შეხედავს და არც განწმენდს, და მწარე სასჯელი – მათთვის! info
التفاسير: