[1] არც მათი თაყვანისცემით გვექნება სარგებელი და არც მათი მიტოვებით - ზარალი.
[2] ‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ეს არის იგავი, რომელიც ალლაჰმა, კერპების თაყვანისცემისკენ მომწოდებელთა და ალლაჰის თაყვანისცემისკენ მომხმობთა მაგალითად მოიყვანა. შედარებულია კაცზე, რომელიც ჭეშმარიტ გზას აცდა და თავგზააბნეული დარჩა. ერთი მხრივ, მცდარი გზისკენ ეძახიან, მეორე მხრივ მეგობრები ყავს, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ და ვეღარ ხვდება, საით წავიდეს. თუკი პირველ მომწოდებელს დაუჯერებს, დამღუპველ უფსკრულში გადავარდება, ხოლო თუ მათ დაუჯერებს, ვინც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ, მაშინ ჭეშმარიტებას ეზიარება. იხ. თაფსიირუ ტაბერი.