د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی

external-link copy
180 : 7

وَلِلَّهِ ٱلۡأَسۡمَآءُ ٱلۡحُسۡنَىٰ فَٱدۡعُوهُ بِهَاۖ وَذَرُواْ ٱلَّذِينَ يُلۡحِدُونَ فِيٓ أَسۡمَٰٓئِهِۦۚ سَيُجۡزَوۡنَ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ

და ალლაჰისაა უმშვენიერესი სახელები,[1] მაშ მათით ევედრეთ მას და განერიდეთ იმათ რომლებიც მრუდობენ მის სახელებში. მალე დაისჯებიან იმის გამო, რასაც სჩადიოდნენ. info

[1] აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ალლაჰს აქვს ოთხმოცდაცხრამეტი სახელი, ვინც მათ დაიზეპირებს ის შევა სამოთხეში. ჭეშმარიტად ალლაჰი კენტია და მას უყვარს კენტი.“ (მუსლიმ, ზიქრ ვე დუ’ა 2/2677.)
ალლაჰის სახელები ყურანსა და სუნნეთშია გადმოცემული, რომლებიც ალლაჰის გაცნობაში გვეხმარება და მის უნაკლო თვისებებს/ატრიბუტებს გვამცნობს, როგორებიცაა: მოწყალე, მწყალობელი, გამჩენი, მასაზრდოებელი, მიმტევებელი, ლმობიერი, მსცოცხლებელი და ა.შ. მისი სახელების შესწავლით ჩვენ ვტყობილობთ, რომ ალლაჰი არის ყველაფრის გამჩენი, მისი წყალობა ყველაფერს მოიცავს, ისაა სარჩოს მბოძები, მპატიებელი, ყოვლის მხედველი, ყოვლის მსმენელი და მისთვის სასურველი რამის მისივე სურვილისამებრ გამჩენი ღმერთი.

التفاسير: