د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی

د مخ نمبر:close

external-link copy
78 : 5

لُعِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِنۢ بَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ عَلَىٰ لِسَانِ دَاوُۥدَ وَعِيسَى ٱبۡنِ مَرۡيَمَۚ ذَٰلِكَ بِمَا عَصَواْ وَّكَانُواْ يَعۡتَدُونَ

დავუდისა და ‘ისა მარიამის ძის ენით დაიწყევლნენ ისინი, ვინც ურწმუნო იყო ისრაელის ძეთა შორის. სწორედ თავიანთი ურჩობისა და ზღვარგადასულობის გამო იწვნიეს იგი. info
التفاسير:

external-link copy
79 : 5

كَانُواْ لَا يَتَنَاهَوۡنَ عَن مُّنكَرٖ فَعَلُوهُۚ لَبِئۡسَ مَا كَانُواْ يَفۡعَلُونَ

არ უკრძალავდნენ ერთმანეთს უკეთურებას, რასაც ისინი სჩადიოდნენ, და რა ცუდია, რასაც აკეთებდნენ. info
التفاسير:

external-link copy
80 : 5

تَرَىٰ كَثِيرٗا مِّنۡهُمۡ يَتَوَلَّوۡنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْۚ لَبِئۡسَ مَا قَدَّمَتۡ لَهُمۡ أَنفُسُهُمۡ أَن سَخِطَ ٱللَّهُ عَلَيۡهِمۡ وَفِي ٱلۡعَذَابِ هُمۡ خَٰلِدُونَ

ხედავ, ბევრი მათგანი როგორ მეგობრობენ იმათთან, ვინც არ ირწმუნეს. მართლაც რაოდენ ცუდია, რასაც თავიანთი სულები სამომავლოდ უმზადებენ იმათ, რათა განურისხდეთ ალლაჰი და მარადიულ სატანჯველში აღმოჩნდნენ. info
التفاسير:

external-link copy
81 : 5

وَلَوۡ كَانُواْ يُؤۡمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلنَّبِيِّ وَمَآ أُنزِلَ إِلَيۡهِ مَا ٱتَّخَذُوهُمۡ أَوۡلِيَآءَ وَلَٰكِنَّ كَثِيرٗا مِّنۡهُمۡ فَٰسِقُونَ

მათ რომ რწმენა ჰქონოდათ ალლაჰის, მაცნის და მასზე ჩამოვლენილის მიმართ, მაშინ იმათ არ დაიმეგობრებდნენ, თუმცა უღირსია ბევრი მათგანი. info
التفاسير:

external-link copy
82 : 5

۞ لَتَجِدَنَّ أَشَدَّ ٱلنَّاسِ عَدَٰوَةٗ لِّلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱلۡيَهُودَ وَٱلَّذِينَ أَشۡرَكُواْۖ وَلَتَجِدَنَّ أَقۡرَبَهُم مَّوَدَّةٗ لِّلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱلَّذِينَ قَالُوٓاْ إِنَّا نَصَٰرَىٰۚ ذَٰلِكَ بِأَنَّ مِنۡهُمۡ قِسِّيسِينَ وَرُهۡبَانٗا وَأَنَّهُمۡ لَا يَسۡتَكۡبِرُونَ

უთუოდ ჰპოვებ, რომ კაცთაგან მორწმუნეთა მიმართ ყველაზე მკაცრი სიძულვილით იუდეველები და წარმართები გამოირჩევიან; ასევე ჰპოვებ, რომ მათში მორწმუნეთა მიმართ სიყვარულით ისინი გამოირჩევან, რომლებმაც თქვეს, ჩვენ ნაზარეველნი ვართო; ეს იმიტომ, რომ მათგან არიან მღვდლები და ბერები, რომლებიც არ ამპარტავნობენ. info
التفاسير:

external-link copy
83 : 5

وَإِذَا سَمِعُواْ مَآ أُنزِلَ إِلَى ٱلرَّسُولِ تَرَىٰٓ أَعۡيُنَهُمۡ تَفِيضُ مِنَ ٱلدَّمۡعِ مِمَّا عَرَفُواْ مِنَ ٱلۡحَقِّۖ يَقُولُونَ رَبَّنَآ ءَامَنَّا فَٱكۡتُبۡنَا مَعَ ٱلشَّٰهِدِينَ

ხოლო როდესაც ისმენენ იმას, რაც ჩამოევლინა შუამავალთან, ნახავ ,რომ ცრემლით აევსებათ თვალები იმის გამო, რაც შეიცნეს ჭეშმარიტებიდან; ისინი ამბობენ: ღმერთო ჩვენო! ჩვენ უკვე ვირწმუნეთ, მაშ, ჩაგვწერე დამმოწმებელთა რიგებში! info
التفاسير: