[1] ორიგინალი – „ალ-ნაყიირ“ (النقير): ფინიკის კურკაზე არსებული პატარა წერტილი, საიდანაც კვირტი იწყებს გაღვივებას და შემდეგ ყლორტი აღმოცენდება. 49-ე აიათის მსგავსად, აქაც ზომით, წონითა და ღირებულებით ძალიან პატარა და უმნიშვნელო რამეზეა საუბარი, ოღონდ ნაყირი ფეთილთან შედარებით კიდევ უფრო პატარა ნაწილია ფინიკის კურკისა. ანუ მთელი სამყაროს ხელმწიფება რომ იყოს ურწმუნოთა ხელში, იქიდან მორწმუნეთათვის ასეთ პატარა და უმნიშვნელო ნაწილსაც კი არ გაიმეტებენ.