[1]არაბულ ენაში ზმნები და სახელები მდედრობითი და მამრობითი სქესის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმებით გამოიხატება. წმინდა ყურანის ზოგიერთ აიათში მოცემული ბრძანებები შეიძლება მამრობითი სქესის ფორმაში იყოს მოცემული, თუმცა ბრძანება ორივე სქესის წარმომადგენელზე ვრცელდებოდეს. ზოგიერთმა საჰაბემ ალლაჰის შუამავალს ﷺ უთხრა: ჩვენ ყურანის აიათებში ვხედავთ, რომ ალლაჰი ჰიჯრასთან დაკავშირებით მხოლოდ მამაკაცებს ახსენებს და ქალები არსად არ არიან ნახსენებიო. ამ ამბის შემდეგ ჩამოევლინა აიათის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არც კაცს და არც ქალს არ დაეკარგება თავისი ღვაწლი, თქვენ ერთმანეთის სრულმქმნელი ნაწილები ხართ და ცოდვა-მადლის ან სასჯელისა და ჯილდოს საკითხში ყველანი თანაბარნი ხართო.
[1]ეს აიათი იმ მუშრიქების შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც მუსლიმებისგან განსხვავებით ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მშვიდად დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ვაჭრობდნენ. ზოგიერთმა საჰაბემ თქვა, რომ ალლაჰის მტრები სრული სიმშვიდითა და ფუფუნებით ცხოვრობენ, ჩვენ კი გადარჩენისთვის ვიბრძვითო. იხ. თაფსირულ ბეღავი.
[1]ამქვეყნიური ინტერესებისთვის არ ცვლიან ღვთიურ წიგნში მოცემულ ბრძანებებს და არ მალავენ მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათებას, რომელიც მათთან არსებულ წერილებში იყო ნამახარობლები.[2]იბნი აბბასი, ჯაბირი, ენესი და ყათადე გადმოგვცემენ, რომ ეს აიათი ეთიოპიის მეფის, ნაჯაშის შესახებ ჩამოევლინა; ატას შეხედულებით, ეს აიათი 40 ნაჯრანელის, 32 ეთიოპელის და 8 რომეალის შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც ‘ისა შუამავლის რჯულზე იყვნენ და მუჰამმედის შუამავლობა ﷺ ირწმუნეს. იხ. თაფსირულ ბეღავი.