ߞߎ߬ߙߣߊ߬ ߞߟߊߒߞߋ ߞߘߐ ߟߎ߬ ߘߟߊߡߌߘߊ - ߖߐߙߑߖ߭ߌߦߊߞߊ߲ ߘߟߊߡߌߘߊ - ߊ߬ ߓߊ߯ߙߊ ߦߋ߫ ߛߋ߲߬ߠߊ߫

external-link copy
125 : 6

فَمَن يُرِدِ ٱللَّهُ أَن يَهۡدِيَهُۥ يَشۡرَحۡ صَدۡرَهُۥ لِلۡإِسۡلَٰمِۖ وَمَن يُرِدۡ أَن يُضِلَّهُۥ يَجۡعَلۡ صَدۡرَهُۥ ضَيِّقًا حَرَجٗا كَأَنَّمَا يَصَّعَّدُ فِي ٱلسَّمَآءِۚ كَذَٰلِكَ يَجۡعَلُ ٱللَّهُ ٱلرِّجۡسَ عَلَى ٱلَّذِينَ لَا يُؤۡمِنُونَ

ალლაჰი, ვის ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებასაც ინებებს, - გულს გაუხსნის მას ისლამისთვის;[1] ხოლო ვის გზააბნევასაც ინებებს, - ჩაახშობს მის გულს და შეავიწროვებს, თითქოს ზეცაში ადიოდეს.[2] ალლაჰი ასე მიუჩენს სიბილწეს მათ[3] , რომელთაც არ ირწმუნეს. info

[1] როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა, საჰაბეებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ადამიანის გული როგორ გაიხსნება? მან უპასუხა: როდესაც მის გულში ნათელი დაისადგურებს, მისი გულიც გაიხსნება, ანუ მზად იქნება ისლამის ჭეშმარიტების მისაღებად. საჰაბეებმა ისევ იკითხეს: ამ მდგომარეობას თუ აქვს ნიშნები, რითაც მისი გამოცნობა შესაძლებელი იქნება? მან უპასუხა: დიახ, მარადიული სამკვიდროსკენ ლტოლვა, მაცდურ ქვეყანაზე ზურგის შექცევა და სიკვდილის დადგომამდე სიკვდილისთვის მზადება. იხ. თაფსირუ ტაბერი.
[2] იბნი აბბასმა ამ აიათის განმარტებისას თქვა: ,,ალლაჰი, ვის ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებასაც ინებებს, - გულს გაუხსნის მას ისლამისთვის", – ანუ გულს უხსნის რწმენისა და თავჰიდისთვის; „ხოლო ვის გზააბნევასაც ინებებს, - ჩაახშობს მის გულს და შეავიწროვებს, თითქოს ზეცაში ადიოდეს“ – ანუ ეჭვით შეპყრობილს. „თითქოს ზეცაში ადიოდეს“, - როგორც ერთულება და არ შეუძლია ადამიანს ზეცაში ასვლა, ისე ვერ შეძლებს თავის გულში თავჰიდისა და რწმენის გაღვივებას – თუკი ალლაჰმა არ შეუყვანა იგი გულში. იხ. სუიუტი, დურრუ’ლ-მანსუურ.
[3] იბნი აბბასის განმარტების მიხდევით, აქ ხსენებულ ,,სიბილწეში" - სატანა, ქალბის აზრით - ცოდვა, ხოლო ზეჯჯაჯის მიხედვით - ამქვეყნად წყევლა და იმქვეყნიური სასჯელი იგულისხმება. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير: