ߞߎ߬ߙߣߊ߬ ߞߟߊߒߞߋ ߞߘߐ ߟߎ߬ ߘߟߊߡߌߘߊ - ߖߐߙߑߖ߭ߌߦߊߞߊ߲ ߘߟߊߡߌߘߊ - ߊ߬ ߓߊ߯ߙߊ ߦߋ߫ ߛߋ߲߬ߠߊ߫

external-link copy
107 : 3

وَأَمَّا ٱلَّذِينَ ٱبۡيَضَّتۡ وُجُوهُهُمۡ فَفِي رَحۡمَةِ ٱللَّهِۖ هُمۡ فِيهَا خَٰلِدُونَ

ხოლო რომელთაც სახეები გაუბრწყინდებათ, ალლაჰის წყალობაში (სამოთხეში) იქნებიან ისინი და იქ დარჩებიან მარადჟამს. info

[1]განკითხვის დღეს მორწმუნეების სახეები გაბრწყინდება, ხოლო ურწმუნოებისა და ფარისევლების სახეები გაშავდება. იბნი აბბასმა თქვა: იმ დღეს სუნნეთის მიმდევართა სახეები გაბრწყინდება, ხოლო მობიდათეების სახეები გაშავდება. იხ. თაფსირულ ბეღავი.[2]თუ გაჩნდა კითხვა, რომ ურწმუნოებს, რომლებიც არასდროს ყოფილან მორწმუნეები, რატომ ჰკითხავენ ასე? ამის პასუხად ნათქვამია, რომ აქ იგულისხმება წინასწარ დადებული აღთქმა, რომელიც ადამიანის გაჩენამდე მათმა სულებმა დადეს თავიანთი გამჩენის წინაშე. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ესენი არიან მუნაფიყები, რომლებიც ენით მორწმუნეობას ამტკიცებდნენ, ხოლო გულით უარყოფდნენ. ‘იქრიმემ თქვა: ესენი არიან წიგნბოძებულნი, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი მაცნეები და თავიანთ წიგნებში ნამახარობლევი მუჰამმედ შუამავალი ﷺ, ხოლო მისი შუამავლად წარმოგზავნის შემდეგ – უარყვეს იგი. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير: