[1]ისლამამდელ პერიოდში მედინაში არაბთა ორი წარმართი გვარი ცხოვრობდა – ევსი და ხაზრაჯი. ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ, ისლამის მიღების შემდეგ ამ გვარებს შორის ისეთი ძმობა ჩამოყალიბდა, რომ ერთმანეთს სიკეთეში ეჯიბრებოდნენ. ამ აიათებით ალლაჰმა მათ ის წყალობა შეახსენა, რომელიც ისლამის მეშვეობით დაიმსახურეს და გააფრთხილა, რომ წიგნბოძებულთა ცდუნებას არ აჰყოლოდნენ და ისევ ძველ ურჯულოებაში არ დაბრუნებულიყვნენ.