[1] საუბარია აღთქმის კიდობანზე, რომელშიც თორა და სხვა წმინდა რელიქვიები ინახებოდა. ისრაელის მოდგმა ამ კიდობანს ომებში თან დაატარებდა. როდესაც ფილისტიმელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ, კიდობანი ჯალუთმა წაიღო და დიდხანს მათთან იყო დატყვევებული. ტალუთის მეფობის დროს ჯალუთი დაამარცხეს და ტალუთის მეფობის დასტურად ანგელოზებმა კიდობანი მის სამეფოში დააბრუნეს.