[1] როდესაც ალლაჰის შუამავალმა ﷺ ისლამის ქადაგება დაიწყო, ყურეიშელმა წარმართებმა არაერთ ხერხს მიმართეს მისი ამ მოძღვრებიდან შესაცდენად. ამათგან ერთ-ერთი იყო შეთავაზება, რომლის თანახმადაც ერთი წელი შუამავალს ﷺ თაყვანი უნდა ეცა მათი კერპებისთვის და შემდეგ ერთი წელი თვითონ ეთაყვანებოდნენ ერთადერთ ალლაჰს. შედეგად ორივე მხარე ერთმანეთის რჯულზე გარკვეულ გამოცდილებას მიიღებდნენ და დააკვირდებოდნენ, ამგვარად რომელიც უფრო ხეირის მომტანი იქნებოდა იმ რჯულს აირჩევდნენ. ამაზე შუამავლის ﷺ პასუხი იყო: „ალლაჰმა დამიფაროს, რომ მას რამე თანავუზიარო!“ ამის შემდეგ წარმართებმა თავიანთი წინადადება ცოტა შეარბილეს და უთხრეს: „რაკი ასეა სულ მცირე ჩვენს კერპთაგან ზოგიერთს პატივისცემით ხელი მაინც გადაუსვი და ჩვენც შენი ვირწმუნოთ, შენს ღმერთს ვეთაყვანოთ.“ ამაზე შუამავალმა ﷺ უპასუხა: „დაველოდები თუ რას მივიღებ ჩემი ღმერთისგან.“ ამ ამბის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა სურა ქაფირუნი ჩამოავლინა. იხ. სიირათუ იბნი ჰიშაამ, 1/362; თაფსირუ ტაბერი, იბნი ქასირ, ბაღავი.